ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001259 დასრულებული

კონკურსი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების შესარჩევად

წყარო: USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა

განაცხადის ბოლო ვადა
24.11.2022
საიტზე დამატებულია
07.11.2022

კონკურსის შესახებ:

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა აცხადებს კონკურსს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების შესარჩევად, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ DHL-ის GoTrade Global Business School Network (GBSN) Fellowship პროგრამაში.

DHL Gotrade GBSN Fellowship პროგრამა აკავშირებს საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის პოტენციალის მქონე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს წამყვანი საერთაშორისო ბიზნეს სკოლების მაგისტრატურის სტუდენტებთან, რომლებიც 12 თვის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში ინდივიდუალურ კონსულტაციებს გაუწევენ კომპანიებს და დაეხმარებიან მათ კონკრეტული ბიზნეს მიზნების განხორციელებაში.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მიკრო, მცირე და საშუალო კომპანიებს, რომლების ოპერირებენ შემდეგ სექტორებში: კრეატიული ინდუსტრიები (არტიზანული ნივთების დამზადება/წარმოება), მსუბუქი მრეწველობა (სამშენებლო მასალები, ავეჯის წარმოება, შესაფუთი მასალები, ხის სათამაშოები, პირადი დამცავი აღჭურვილობა) და მყარი ნარჩენების გადამუშავება.

დეტალებისთვის იხილეთ თანდართული განაცხადის ინგლისური ვერსია.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 2022 წლის 24 ნოემბრამდე.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება უფასოა.

კითხვების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 21 ნოემბერი.

შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: irine_mirianashvili@dai.com

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.


წყარო: https://www.jobs.ge/