სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსების კონკურსი
წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
- განაცხადის ბოლო ვადა
- 06.03.2023
- საიტზე დამატებულია
- 09.02.2023
წყარო:
სკოლებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობისა და მოსწავლეებში ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბების მიზნით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსების“ კონკურსს აცხადებს.
„სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსების“ ფარგლებში სამინისტრო დააფინანსებს აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების მიერ წარმოდგენილ საგანმანათლებლო/შემეცნებითი, შემოქმედებითი და სპორტული მიმართულების ინიციატივებს.
დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს.
საჯარო და კერძო სკოლებს ინიციატივების წარმოდგენა შეუძლიათ შესაბამისი მუნიციპალიტეტის რესურსცენტრებში 2023 წლის 6 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით.
იხილეთ დებულება
წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მტავრობის ერთიანი პორტალი