საგრანტო კონკურსი ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებრივი ინიციატივების მხარდასაჭერად
ნავიგატორი
155


საგრანტო კონკურსი ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებრივი ინიციატივების მხარდასაჭერად

უნიკალური ნომერი: 001463

კონკურსის შესახებ:

  1. ინფორმაცია პროგრამის შესახებ

მიმდინარე ეტაპზე „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს 36 თვიან პროგრამას „ეთნიკური უმცირესობების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება“ ევროპის კავშირის ფინანსური მხარდაჭერით, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ახალქალაქის, ნინოწმინდის, გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური უფლებების უკეთ დაცულობისა და რეალიზების ხელშეწყობა, ისევე როგორც მათი შესაძლებლობების იმგვარად განვითარება, რათა წარმატებით გაართვან თავი ადგილობრივ დონეზე არსებულ სათემო გამოწვევებს, მათ შორის დისკრიმინაციას სოციალურ და ეკონომიკურ ნიადაგზე.

ორგანიზაციის, ისევე როგორც ევროპის კავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: www.pmmg.org.ge და www.serec.ge.

  • ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ

ევროპის კავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ეთნიკური უმცირესობების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება“ ფარგლებში საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ აცხადებს საგრანტო კონკურს.

საგრანტო კონკურსის მიზანია დააფინანსოს სამოქალაქო საზოგადოებრივი ინიციატივები ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში (კერძოდ, მარნეულის, გარდაბნის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში), რომლებიც შეამსუბუქებდა ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს შორის არსებულ სოციალურ სიდუხჭირეს და შესაბამისად შესაძლებელს გახდიდა მათი სოციალური და ეკონომიკური უფლებების ჯეროვნად რეალიზებას.

საგრანტო კონკურსის ამოცანები:

  1. ხელი შეეწყოს ადგილობრივი თემის განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების გაუმჯობესებულ წვდომას სოციალურ სერვისებზე, მათი ყოფითი პირობების გაუმჯობესების მიზნით;
  2. ხელი შეეწყოს ადგილობრივი თემის განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების ეფექტურ სოციალურ და ეკონომიკურ ადაპტაციას პოსტ კოვიდ-19 პანდემიურ რეალობაში.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში უპირატესობა მიენიჭება მარნეულის, გარდაბნის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელ იმგვარ სამოქალაქო საზოგადოებრივ ინიციატივებს, რომლებიც უზრუნველყოფენ:

  • ქალების, შშმ პირების, ახალგაზრდების და ხანდაზმულების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და ითვალისწინებენ მათ განსაკუთრებულ წუხილებზე რეაგირების მდგრად სტრატეგიას;
  • ბენეფიციართა მაქსიმალური ოდენობის მოცვას;
  • ადგილობრივი თემის წარმომადგენელთა ფართო ჩართულობას;
  • ადგილობრივი თემის წინაშე მდგარ სოციალურ და ეკონომიკურ საჭიროებებზე, წუხილებსა და გამოწვევებზე ჯეროვან რეაგირებას;
  • ადგილობრივი თემის წარმომადგენელთა სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცულობასა და რეალიზებას, მათ შორის ღირსეული ყოფითი პირობების შექმნის ხელშეწყობას;
  • მოხალისეობის კულტურის განვითარების ხელშეწყობას.

საილუსტრაციო აქტივობები შესაძლოა მოიცავდეს მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს ისეთი ინიციატივებით, რომლებიც ხელს შეუწყობენ:

  • ადგილობრივი თემების გაუმჯობესებულ წვდომას საჯარო სერვისებზე (მაგალითად განათლება, ჯანდაცვა და სხვა), ისევე როგორც ღირსეულ საცხოვრებელ პირობებზე (მაგალითად საკვებზე, წყალზე და სხვა);
  • შრომითი უფლებების უკეთ დაცულობას (მაგალითად მაქსიმალური სამუშაო საათები, მინიმალური ხელფასი, სამსახურიდან თვითნებური გათავისუფლებისგან დაცვა, სამუშაო ადგილზე შევიწროების აკრძალვა, მშრომელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის წესები და სხვა);
  • საკუთრების უფლების უკეთ დაცულობას;
  • ბუნებრივ რესურსებზე წვდომის გაუმჯობესებას (მაგალითად სუფთა წყალზე, გარემოზე და სხვა);
  • ოჯახური ძალადობისა და დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმებით გამოვლენისაგან დაცვას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომელთაც აქვთ მინიმუმ ერთწლიანი ოპერირების გამოცდილება და საქმიანობას ეწევიან ნინოწმინდის, ახალქალაქის, მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში. პრიორიტეტი მიენიჭება ადგილობრივ, სათემო ან/და ეთნიკურ უმცირესობათა ორგანიზაციებს.

კონკურსის ფარგლებში გაიცემა 4-მდე მცირე გრანტი. თითოეული გრანტის მოცულობა შეადგენს 3 000 ევროდან – 4 000 ევრომდე ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. პროექტის რეალიზება უნდა დასრულდეს 2023 წლის 15 დეკემბრამდე (მაქსიმალური ხანგრძლივობაა 4 თვე). კონკურსის ფარგლებში, ერთ ორგანიზაციას შეუძლია მხოლოდ ერთი განაცხადის წარდგენა.

კონკურს ფარგლებში პირველ ეტაპზე დაინტერესებული ორგანიზაციები წარმოადგენენ პროექტის კონცეფციას ქართულ ან რუსულ ენებზე, რომლის განხილვის ვადა შეადგენს 1 თვეს. შემდეგ ეტაპზე გადასული კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან სრული განაცხადის მოსამზადებლად ქართულ ან რუსულ ენებზე.

  • კონკურსში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტები
  • განაცხადის ფორმა (პროექტის კონცეფცია) ქართულ ან რუსულ ენებზე;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

მოთხოვნილი დოკუმენტები და საგრანტო განაცხადთან დაკავშირებული კითხვები გამოგზავნეთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: multigeorgia@gmail.com

სათაურის ველში მიუთითეთ – „საგრანტო კონკურსი 2023“

საგრანტო განაცხადის იდეის მიღების ბოლო ვადა: 9 ივნისი, 2023 წ., 18:00 სთ.

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად „მრავალეროვანი საქართველო“ გამართავს საკონსულტაციო შეხვედრას: 29 მაისს, 13:00 საათზე, Zoom-ის ონლაინ პლატფორმის საშუალებით. რეგისტრაციისთვის, გთხოვთ წინასწარ მოგვწეროთ ზემოთ მითითებულ ელ. ფოსტაზე და გამოგეგზავნებათ ლინკი.

  • ინფორმაცია გრანტის გაცემისა და ადმინისტრირების შესახებ

საგრანტო განაცხადის ბიუჯეტი წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში – ლარში.

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ იტოვებს უფლებას, მოიწონოს ან უარი თქვას ნებისმიერ შემოტანილ განაცხადზე, ასევე მოითხოვოს განაცხადის წარმდგენისაგან განმარტებები და დამატებითი დოკუმენტები.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში შერჩეული წარმატებული აპლიკანტი ორგანიზაციებისათვის საერთო სამოქალაქო მოძრობა „მრავალეროვანი საქართველო“ ჩაატარებს სასწავლო-საგანმანათლებლო ვორკშოპს „პროექტის ციკლის მართვის“ თაობაზე, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს საპროექტო ეფექტურ განხორციელებას, ისევე როგროც საპროექტო ანგარიშგების პროცედურების სრულფასოვნად და მოთხოვნათა შესაბამისად რეალიზებას.

დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმები იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://drive.google.com/drive/folders/1JpAgX4uZaRGkqu1R1fAfyo2VdM69R9H5?usp=share_link


წყარო: https://serec.ge/

დამატებულია: 24-05-2023

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 09-06-2023 ვადა იწურება

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 9 დღე;






01-05-2023

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა

12-02-2020

LET – დაშვებული ტექნოლოგიების სია

10-02-2023

ტურიზმის განვითარება

11-05-2023

საგრანტო კონკურსი

11-05-2023

საგრანტო კონკურსი

01-05-2023

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა

12-02-2020

LET – დაშვებული ტექნოლოგიების სია

10-02-2023

ტურიზმის განვითარება


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ