საგრანტო კონკურსი: საქონლის საკვების წარმოების გაძლიერება
წყარო: Land O`Lakes Venture37
- განაცხადის ბოლო ვადა
- 15.02.2024
- საიტზე დამატებულია
- 22.12.2023
კონკურსის შესახებ:
"Land O`Lakes Venture37" აცხადებს საგრანტო კონკურსს: ცხოველის საკვების წარმოების გაძლიერება მესაქონლეობის სექტორში.
"ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის" (USDA) მიერ დაფინანსებული და "Land O`Lakes Venture37"-ის მიერ ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტი "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში" (USDA Food for Progress SQIL, მიზნად ისახავს საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოების გაზრდას და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ამაღლებას საქართველოში. USDA Food for Progress SQIL პროექტი იწვევს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ, მოგებაზე ორიენტირებულ, მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც მონაწილეობენ მეცხოველეობისთვის განკუთვნილი საკვების კომერციულ წარმოებასა და რეალიზაციაში, წარმოადგინონ განაცხადი გრანტის მისაღებად მათ მიერ კომერციული მიზნით წარმოებული ცხოველის საკვების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და მიწოდების გასაუმჯობესებლად.
განაცხადები წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად, როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენებზე შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: Lkasrashvili@landolakes.com და SQILbizops@landolakes.com არაუგვიანეს, 2024 წლის 15 თებერვლისა.
იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი თანდართულ ფაილში.