ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000183 დასრულებული

ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით

წყარო: ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

განაცხადის ბოლო ვადა
31.12.2019
საიტზე დამატებულია
31.01.2019

პროექტის შესახებ:

კონკრეტული მიზანი: ▪ მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობის გაძლიერება, რათა მათ პრაქტიკაში გამოიყენონ დოკუმენტური ფილმებით ადამიანის უფლებების სწავლების მეთოდოლოგია. ▪ ახალგაზრდები გახდებიან მთავარი მოქმედი პირები თავიანთ თემებში ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის.

პროექტის არეალი და სამიზნე ჯგუფები: პროექტი ხორციელდება გორის და სენაკის მუნიციპალიტეტებში. ადგილობრივი სამიზნე ჯგუფი მოიცავს ექვს ახალგაზრდებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციას და ორ მუნიციპალურ ახალგაზრდულ ცენტრს. პროექტის ბენეფიციარები: სამიზნე მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციები, მუნიციპალური ახალგაზრდული ცენტრები, ადგილობრივი ახალგაზრდები და საზოგადოება.


პროექტით გათვალისწინებული ძირითადი აქტივობები:

* ახალგაზრდებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალური ახალგაზრდული სახლების წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებებისა და დოკუმენტური ფილმებით ადამიანის უფლებების სწავლების მეთოდოლოგიაში.

* დოკუმენტური ფილმებით ადამიანის უფლებების სწავლების მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს შექმნა 5 ფილმით, სპეციფიური ფოკუსით საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

*საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენერთა შესაძლებლობების გაზრდა დოკუმენტური ფილმებით ადამიანის უფლებების სწავლების მეთოდოლოგიაში.

* ახალგაზრდებისთვის ადამიანის უფლებებზე დოკუმენტური ფილმების ჩვენებების და დისკუსიების ორგანიზება.

* ახალგაზრდების მხარდაჭერა თავიანთ თემებში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებაში.

* ადამიანის უფლებების ფორუმის ჩატარება არასამთავრობო და სამთავრობო სექტორში დოკუმენტური ფილმებით სწავლების მეთოდოლოგიის პოპულარიზების და სექტორთა შორის ადამიანის უფლებების დაცვისა და განხორციელების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების ხელშესაწყობად.


დონორი: ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

განხორციელების პერიოდი: 03/2018 - 12/2019

განმახორციელებელი ორგანიზაცია: PEOPLE IN NEED

პარტნიორი: საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემია

საბოლოო მიზანი: ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა.

კონკრეტული მიზანი: ▪ მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდებთ ვრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა.


დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს : http://pin.ge/?page_id=142&cat_id=34