უნიკალური კოდი: #001858 ახალი

რუსთაველის ფონდისა და ჰელმჰოლცის ცენტრების ერთობლივი საგრანტო კონკურსი 2026 — კვლევა გერმანიაში

წყარო: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი / ჰელმჰოლცის ცენტრები

განაცხადის ბოლო ვადა
16.11.2026
დარჩა 17 დღე
საიტზე დამატებულია
29.10.2026
ნახვები
29

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ჰელმჰოლცის ცენტრებთან — იულიხის კვლევით ცენტრთან (FZJ), დრეზდენ-როზენდორფის ცენტრთან (HZDR) და მძიმე იონების კვლევის ცენტრთან (GSI) — ერთად აცხადებს ერთობლივ კონკურსს ინდივიდუალური კვლევითი პროექტებისთვის.

ვის შეუძლია: საქართველოს უნივერსიტეტების მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს (მათ შორის თსუ, სტუ, ილიაუნი, აგრარული, თავისუფალი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტები; სხვა უნივერსიტეტებიდან — ცენტრთან წინასწარი შეთანხმებით). თითო მონაწილეს ერთი პროექტის წარდგენა შეუძლია.

  • მაგისტრანტები: თვეში €934 (ლარში), სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობით
  • დოქტორანტები: თვეში €1 468 (ლარში), 3 წლამდე; ხარჯს ფონდი და ჰელმჰოლცის ცენტრი 50/50 ფარავენ

მიმართულებები: მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, საბუნებისმეტყველო, საინჟინრო, სიცოცხლისა და სამედიცინო მეცნიერებები.

  • GMUS-ში (gmus.rustaveli.org.ge) რეგისტრაცია — 16 ნოემბერი 2026, 16:00-მდე
  • განაცხადის ფონდის კანცელარიაში წარდგენა — 18 ნოემბერი 2026, 18:00-მდე

სრული პირობებისთვის იხილეთ ოფიციალური გვერდი.

ინფორმაციის წყარო: rustaveli.org.ge