![]() |
581 |
---|
![]() |
ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან |
უნიკალური ნომერი: 000209
შვედეთის მხარდაჭერით საქართველოში ახალი პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ დაიწყო. პროექტს ახორციელებს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2,3 მილიონი აშშ დოლარია და იგი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
პროექტში ჩაერთვება 100 კომპანია, რომლებიც მუშაობენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგის, ინტერიერის დიზაინის-არქიტეტურის და ორი ახალი, პროექტის ფარგლებში შერჩეული, მიმართულებით. დამატებითი პრიორიტეტული სფეროების შერჩევის კრიტერიუმებია - დასაქმების, განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის მაღალი პოტენციალი. პროექტში ასევე ჩაერთვება სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ 500 ბენეფიციარი კომპანია არასასოფლო-სამეურნეო სფეროებიდან.
კვლევა და ანალიტიკა - პროექტზე მომუშავე გუნდი კვლევების და ანალიზის შედეგად გამოავლენს საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო ბიზნესის ახალ სექტორებს, პროდუქტებს და სერვისებს, რომლებსაც გააჩნიათ განვითარების, ზრდისა და ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობები. ამ კომპანიებისთვის შეიქმნება ის სავალდებულო მოთხოვნები, რომელსაც ეს ორგანიზაციები უნდა აკმაყოფილებდნენ სერთიფიცირებისა და ლიცენზიის მისაღებად.
კომპანიების ტექნიკური დახმარება, პირდაპირი სწავლება და კონსულტაციები - პროექტის ფარგლებში შეირჩევა 100 კომპანია, რომელიც მიიღებს სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას, მათ შორის, მცირე გრანტებს. პარალელურად, საქართველოში ამ კომპანიებისთვის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და მასტერკლასებს. პროექტის ბენეფიციარი 100 კომპანიიდან 60 შერჩეული ორგანიზაცია გაივლის სასწავლო კურსს შვედეთში.
სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ საექსპორტო საქმიანობის მხარდაჭერა - აწარმოე საქართველოს 500 ბენეფიციარ კომპანიას (არა სასოფლო-სამეურნეო მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიები), შესაძლებლობა მიეცემა სპეციალური სასწავლო პროგრამის საშუალებით, გაიღრმაონ ცოდნა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების და ეფექტური მართვის საკითხებში. ასევე, ეს კომპანიები ყოველწლიურად მონაწილეობას მიიღებენ მცირე და საშუალო ბიზნესის გამოფენა - გაყიდვაში.
ქართული კომპანიების ცნობადობის გაზრდა - ქართული ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზების მიზნით, განახორციელდება 2 მედია ტური შვედეთსა და საქართველოში, რომელშიც მონაწილეობსაც მიიღებს 20-მდე შვედი და ქართველი ჟურნალისტი.
პროექტის ფარგლებში მოხდება ვებ-გვერდის www.tradewithgeorgia.com განვითარება და პოპულარიზაცია ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
პროექტის განხორციელების ვადა - პროექტი 2018 წლის ნოემბრიდან 2021 წლის ოქტომბრამდე პერიოდში განხორციელდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.facebook.com/pg/GEclose2EU/posts/?ref=page_internal
რეგიონი: მთელი საქართველოს მასშტაბით
პროექტის მიმართულება: აგრო, სასამელი და საკვები პროდუქტები;
დამატებულია: 17-02-2019
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 01-10-2021
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 250 დღე;
12-02-2020 LET – დაშვებული ტექნოლოგიების სია |
25-01-2019 საზოგადოებრივი ჯანმრთელობა |
01-02-2019 დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში |
25-01-2019 მედიის მხარდაჭერა |
---|
25-01-2019 მედიის მხარდაჭერა |
---|
12-02-2020 LET – დაშვებული ტექნოლოგიების სია |
25-01-2019 საზოგადოებრივი ჯანმრთელობა |
01-02-2019 დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში |