Wikimedia CEE Hub: მცირე გრანტები ვიკიპედიისა და ვიკიმედიის პროექტებისთვის
წყარო: Wikimedia CEE Hub / Wikimedia Foundation
- განაცხადის ბოლო ვადა
- მიმდინარე
- საიტზე დამატებულია
- 13.11.2026
- ნახვები
- 24
Wikimedia CEE Hub ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიის თემების რეგიონული ჰაბია. ის Wikimedia Foundation-ის სახსრებით მცირე გრანტებს აძლევს ვიკიპედიისა და მისი დობილი პროექტების განვითარებას. საქართველო მონაწილე ქვეყნებს შორისაა.
- მიკროგრანტები — €50–700: თემის შეხვედრები, ვორქშოპები, საველე აქტივობები, რედაქტირებისა და კითხვის სწავლება; ხარჯები: კვება, დარბაზი, ბეჭდვა, თარგმანი, მგზავრობა, განთავსება. პასუხი 5–10 სამუშაო დღეში, თანხა ერთ თვეში უნდა დაიხარჯოს. მიღება ღიაა ბიუჯეტის ამოწურვამდე (2026 წლის რაუნდში ცოტა თანხაღა დარჩა)
- Rapid Fund — $700–5,000: 1–12 თვიანი პროექტები: ედიტათონები, საგანმანათლებლო, კულტურული და მემკვიდრეობის პროექტები, გენდერისა და მრავალფეროვნების ინიციატივები, მცირე პროგრამული პროექტები; ერთ მიმღებზე წელიწადში $10,000-მდე. განხილვა დაახლოებით 45–60 დღე. ახალი განაცხადები დეკემბრის ბოლომდე შეჩერებულია (კვარტალური ლიმიტი ამოიწურა)
- ვის შეუძლია: ვიკიმედიის თემის წევრებს, ჯგუფებს, აფილიატებსა და ორგანიზაციებს, რომლებსაც ვიკიპროექტებში მონაწილეობის გამოცდილება აქვთ
- არ ფინანსდება: კონფერენციაზე დასწრების სტიპენდიები, ფასიანი რედაქტირება, ლობირება, უკვე დასრულებული კვლევა
- განაცხადი: ინგლისურად; მიკროგრანტი — გვერდზე მიბმული ფორმით, Rapid Fund — Wikimedia Foundation-ის Fluxx პორტალზე. სასურველია წინასწარი კონსულტაცია ჰაბის საგრანტო სპეციალისტთან
დეტალები: CEE Hub Microgrants და CEE Hub Rapid Funds