Erasmus+ 2027 — სპორტის სფეროში შესაძლებლობების განვითარება (Capacity Building in the field of Sport)
წყარო: ევროკავშირი — Erasmus+ (EACEA)
- განაცხადის ბოლო ვადა
- 09.03.2027
- დარჩა 109 დღე
- საიტზე დამატებულია
- 20.11.2026
- ნახვები
- 32
Capacity Building in the field of Sport Erasmus+-ის ქმედებაა, რომელიც სპორტული ორგანიზაციების შესაძლებლობებს აძლიერებს ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში. 2027 წლის კონკურსი გამოცხადდა 2026 წლის 18 ნოემბერს.
- რეგიონები: დასავლეთ ბალკანეთი და აღმოსავლეთ სამეზობლო (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა); ბელარუსის ორგანიზაციები ვერ მონაწილეობენ
- ვინ მონაწილეობს: სპორტის სფეროში მომუშავე საჯარო ან კერძო იურიდიული პირები; კოორდინატორი უნდა იყოს არაკომერციული ორგანიზაცია. სომხეთისა და აზერბაიჯანის ორგანიზაციები მონაწილეობენ, მაგრამ კოორდინატორად ვერ
- კონსორციუმი: მინიმუმ 4 ორგანიზაცია სულ მცირე 3 ქვეყნიდან — 1–2 ორგანიზაცია ევროკავშირის ან ასოცირებული ქვეყნიდან (მაგ. თურქეთიდან) და მინ. 2 ორგანიზაცია მიზნობრივი რეგიონის ქვეყნიდან; ევროპული პარტნიორები არ უნდა აღემატებოდეს პარტნიორი ქვეყნების ორგანიზაციებს
- დაფინანსება: ერთიანი თანხა (lump sum), €100 000-დან €200 000-მდე, 80% თანადაფინანსება
- ხანგრძლივობა: 12-დან 36 თვემდე
- ვადა: 2027 წლის 9 მარტი, 17:00 (ბრიუსელის დროით); განაცხადი — ევროკომისიის Funding & Tenders პორტალზე (ERASMUS-SPORT-2027-CB)
დეტალები: Erasmus+ Programme Guide — Capacity building in the field of sport.