Erasmus+ 2027 — Erasmus Mundus ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები (Erasmus Mundus Joint Masters)
წყარო: ევროკავშირი — Erasmus+ (EACEA)
- განაცხადის ბოლო ვადა
- 16.02.2027
- დარჩა 84 დღე
- საიტზე დამატებულია
- 24.11.2026
- ნახვები
- 34
Erasmus Mundus Joint Masters (EMJM) Erasmus+-ის ქმედებაა, რომელიც აფინანსებს უნივერსიტეტთა საერთაშორისო კონსორციუმების მიერ ერთობლივად შემუშავებულ და განხორციელებულ მაღალი დონის სამაგისტრო პროგრამებს. გრანტს იღებს კონსორციუმი (უნივერსიტეტები), არა ცალკეული სტუდენტი.
- ვინ მონაწილეობს: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ევროკავშირის, ასოცირებული და არაასოცირებული მესამე ქვეყნებიდან (მათ შორის საქართველოდან); არაასოცირებული ქვეყნის უნივერსიტეტს ECHE ქარტია არ სჭირდება — საკმარისია მისი პრინციპების აღიარება. სხვა ორგანიზაციები (დამსაქმებლები, კვლევითი ცენტრები) — ასოცირებულ პარტნიორებად
- კონსორციუმი: მინიმუმ 3 უნივერსიტეტი 3 სხვადასხვა ქვეყნიდან, აქედან მინ. 2 ევროკავშირის ან ასოცირებული ქვეყნიდან (მაგ. თურქეთიდან)
- პროგრამა: 60, 90 ან 120 ECTS; სტუდენტები სწავლობენ მინიმუმ ორ ქვეყანაში; დასრულებისას — ერთობლივი ან რამდენიმე დიპლომი
- დაფინანსება: ინსტიტუციური ხარჯებისთვის 750 ევრო თვეში თითო ჩარიცხულ სტუდენტზე; სტიპენდია 1 400 ევრო თვეში; დამატებითი თანხა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის
- ხანგრძლივობა: ჩვეულებრივ 74 თვე, სამაგისტრო პროგრამის მინიმუმ 4 მიღება
- ვადა: 2027 წლის 16 თებერვალი, 17:00 (ბრიუსელის დროით); განაცხადი — ევროკომისიის Funding & Tenders პორტალზე (ERASMUS-EDU-2027-PEX-EMJM-MOB)
დეტალები: Erasmus+ Programme Guide — Erasmus Mundus Joint Masters.