სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების ახალი სახელმწიფო პროგრამა (2026)
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო
- განაცხადის ბოლო ვადა
- მიმდინარე
- საიტზე დამატებულია
- 27.11.2026
- ნახვები
- 29
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სოფლის განვითარების სააგენტო იწყებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის თანადაფინანსების ახალ პროგრამას. განაცხადები 2026 წლის 8 დეკემბრიდან ელექტრონულად მიიღება.
რა ფინანსდება: ახალი, ჯერ გამოუყენებელი ტრაქტორი (მინიმუმ 20 ცხენის ძალა) და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რომელიც განაცხადამდე ორ კალენდარულ წელზე ადრე არ არის დამზადებული. მოტობლოკი არ ფინანსდება.
თანადაფინანსება: ტექნიკის ღირებულების 30%-მდე, მაგრამ არაუმეტეს:
- 2-დან 10 ჰექტრამდე (ჩათვლით) მიწაზე — 75 000 ლარი
- 10 ჰექტარზე მეტ მიწაზე — 150 000 ლარი
- ყურძნის, მარცვლეულის ან სასილოსე თვითმავალ კომბაინზე (საჭიროა მინიმუმ 10 ჰა) — 300 000 ლარი
ვის შეუძლია:
- საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეს, რეგისტრირებულ ინდმეწარმეს ან იურიდიულ პირს, რომელშიც სახელმწიფოს წილი არ აქვს
- განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 ჰა (კომბაინისთვის — 10 ჰა) სასოფლო-სამეურნეო მიწა საკუთრებაში, თანასაკუთრებაში ან სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტისგან/აჭარის ა.რ.-სგან გრძელვადიანი იჯარით (დარჩენილი ვადა მინიმუმ 5 წელი), საჯარო რეესტრში რეგისტრირებული
- აუცილებელია ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების ერთიან რეესტრში რეგისტრაცია
ტექნიკისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას შეღავათიანი აგროკრედიტიც (მექანიზაციის ქვეკომპონენტი). დეტალური პირობები და განაცხადის ბმული იხილეთ სააგენტოს ოფიციალურ საიტზე; ცხელი ხაზი: 1501.
ინფორმაციის წყარო: rda.gov.ge