უნიკალური კოდი: #001904 ახალი

Horizon Europe — ბიომრავალფეროვნებისა და ბუნების აღდგენის კვლევები 2027

წყარო: ევროკომისია, Horizon Europe

განაცხადის ბოლო ვადა
14.01.2027
დარჩა 48 დღე
საიტზე დამატებულია
27.11.2026
ნახვები
31

ევროკომისიამ Horizon Europe-ის ფარგლებში გახსნა ორი კონკურსი ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების მიმართულებით. საქართველო პროგრამის ასოცირებული ქვეყანაა, ამიტომ ქართული ორგანიზაციები ევროკავშირის ორგანიზაციების თანაბარ პირობებში მონაწილეობენ.

კონკურსი HORIZON-NATURE-2027-01 (კვლევა):

  • PFAS ნივთიერებების გავლენა ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემებზე — 2 პროექტი, თითო დაახლ. 5.7 მლნ ევრო
  • სუფთა და ციფრული ინდუსტრიების გავლენა ბიომრავალფეროვნებაზე — 3 პროექტი, თითო 6 მლნ ევრო
  • სისტემური მიდგომები ბიომრავალფეროვნებისთვის ტრანსფორმაციული ცვლილების დასაჩქარებლად — 3 პროექტი, თითო 4 მლნ ევრო

კონკურსი HORIZON-NATURE-2027-02 (ბუნების აღდგენა):

  • უხერხემლოების რიცხოვნობის კლების მიზეზების შეფასება — 2 პროექტი, თითო 7.5 მლნ ევრო
  • ეკოსისტემების აღდგენის „ცოცხალი ლაბორატორიები“ — 6 პროექტი, თითო 10 მლნ ევრო
  • ცოცხალი ლაბორატორიების ქსელი (კოორდინაციის პროექტი) — 1 პროექტი, 4 მლნ ევრო
  • ველური ბუნებით უკანონო ვაჭრობისა და ინვაზიური სახეობების წინააღმდეგ ბრძოლის ინოვაციები — 1 პროექტი, 13 მლნ ევრო
  • ბიომრავალფეროვნების იაფი და ეფექტიანი მონიტორინგი — 3 პროექტი, თითო 5–6 მლნ ევრო

ვადა: 2027 წლის 14 იანვარი, ერთეტაპიანი შეფასება. განაცხადი ინგლისურად, EU Funding & Tenders პორტალით; საჭიროა საერთაშორისო კონსორციუმი. თითოეული თემის დეტალური პირობები და დამატებითი მოთხოვნები (მაგ. ზოგიერთ თემაში მრავალაქტორული მიდგომა) იხილეთ პორტალზე.

ინფორმაციის წყარო: ec.europa.eu