უნიკალური კოდი: #001905 ახალი

Horizon Europe — ჯანდაცვის კვლევისა და ინოვაციების კონკურსები 2027

წყარო: ევროკომისია, Horizon Europe

განაცხადის ბოლო ვადა
17.02.2027
დარჩა 82 დღე
საიტზე დამატებულია
27.11.2026
ნახვები
17

ევროკომისიამ გახსნა Horizon Europe-ის ჯანდაცვის (Cluster 1) 2027 წლის კონკურსები. საქართველო პროგრამის ასოცირებული ქვეყანაა, ამიტომ ქართულ ორგანიზაციებს საერთაშორისო კონსორციუმში სრულფასოვანი მონაწილეობა და დაფინანსების მიღება შეუძლიათ.

ერთეტაპიანი კონკურსი HORIZON-HLTH-2027-01 (ვადა 17.02.2027):

  • ბავშვებსა და ახალგაზრდებში ქრონიკული არაგადამდები დაავადებების პრევენცია და მართვა — 3–4 მლნ ევრო
  • შეზღუდული შესაძლებლობები სიცოცხლის განმავლობაში: დამოუკიდებელი ცხოვრება და ინკლუზია — 6–8 მლნ ევრო
  • მრავალი მედიკამენტის ერთდროული მიღებით გამოწვეული გვერდითი რეაქციების რისკის შემცირება — 8–10 მლნ ევრო
  • ეპიდემიური პოტენციალის მქონე ვირუსების საწინააღმდეგო ახალი პრეპარატები და მონოკლონური ანტისხეულები (სამი თემა) — 9–11 მლნ ევრო
  • ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ ახალი პრეპარატები — 8–10 მლნ ევრო
  • კლიმატთან დაკავშირებული ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე (ექსპოზომი) — 10–11 მლნ ევრო; ჯანდაცვის კლიმატთან ადაპტაციის ტექნოლოგიები (წინაკომერციული შესყიდვა) — 4–5 მლნ ევრო
  • ბიოლოგიური პრეპარატების უჯრედგარეშე სინთეზის პლატფორმები — 6–8 მლნ ევრო

ორეტაპიანი კონკურსი HORIZON-HLTH-2027-02 (I ეტაპი 17.02.2027, II ეტაპი 16.09.2027):

  • ინოვაციური ინტერვენციები არაგადამდები დაავადებებისთვის — 7–8 მლნ ევრო
  • ხელოვნური ინტელექტით დაავადების მიმდინარეობის პროგნოზული ბიომარკერები — 6–8 მლნ ევრო
  • ნეიროდეგენერაციული დაავადებების კლინიკური კვლევები — 10 მლნ ევრო
  • პორტატული სწრაფი დიაგნოსტიკა (point-of-care) — 5–7 მლნ ევრო

განაცხადი ინგლისურად, EU Funding & Tenders პორტალით; საჭიროა საერთაშორისო კონსორციუმი. თითოეული თემის სრული პირობები პორტალზეა.

ინფორმაციის წყარო: ec.europa.eu