საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) - საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის მონიტორინგი
წყარო: USAID
- განაცხადის ბოლო ვადა
- 28.02.2019
- საიტზე დამატებულია
- 04.02.2019
პროექტის შესახებ:
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობას საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის საკანონმდებლო საფუძვლის შეფასებისა და მისი პრაქტიკაში გამოყენების მონიტორინგის გზით. ინფორმაცია შეგროვდება 9 საერთო სასამართლოდან, სადაც ექვსზე მეტი მოსამართლე მუშაობს. პროექტის გუნდი მოამზადებს შუალედურ ანგარიშს, რომელსაც განიხილავს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების კოალიციასთან, და საბოლოო ანგარიშს, რომელსაც საჯაროდ წარუდგენს დაინტერესებულ მხარეებს. ანგარიშები შეაფასებს საქმეთა განაწილებისას ახალი სისტემის ეფექტურობას მიკერძოებულობის შემცირების კუთხით და იმას, თუ რამდენად უზრუნველყოფს დატვირთვის სამართლიან გადანაწილებას მოსამართლეთა შორის. ანგარიშში იქნება რეკომენდაციებიც იმ პრობლემების დასაძლევად, რაც მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთება.
თანხის ოდენობა: $39,800
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://ewmi-prolog.org/ka/grants/ongoing-projects/1027-saqartvelos-demokratiuli-iniciativa-gdi-