საგრანტო კონკურსი - საცხენოსნო ტურიზმის განვითარება
წყარო: USAID Zrda Activity
- განაცხადის ბოლო ვადა
- 13.03.2019
- საიტზე დამატებულია
- 14.02.2019
პროექტის შესახებ:
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი "Zrda" არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; და, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. შედეგად, ზრდა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით.
ამჟამად, Zrda პროექტი აცხადებს საგრანტო კონკურსს #076-3002E-002-2019 - საცხენოსნო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოგვიდგინოთ თქვენი შეთავაზება არაუგვიანეს 2019 წლის 13 მარტისა, 18:00 სთ.
გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ელ. წერილის სათაურში RFA #076-3002E-003-S-2019
დაგვიანებით გამოგზავნილი ან არასრული განაცხადები არ განიხილება.
თანდართული ფაილი: 205594-zrda-rfa.zip