კონკურსი კვლევის განმახორციელებელი ორგანიზაციის შესარჩევად
წყარო: Penal Reform International
- განაცხადის ბოლო ვადა
- 25.02.2019
- საიტზე დამატებულია
- 17.02.2019
კონკურსის შესახებ:
ორგანიზაცია "ციხის საერთაშორისო რეფორმა" - სამხრეთ კავკასიის ოფისი ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ახორციელებს პროექტს "სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით". პროექტის პარტნიორები არიან: "ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის" და "ადამიანის უფლებათა ცენტრი".
პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმებში, მათ შორის ადვოკატირების, პოლიტიკის შემუშავებაზე ზეგავლენისა მოხდენის, რეფორმის დასრულებული და მიმდინარე საფეხურების გადახედვის გზით. უფრო კონკრეტულად, პროექტის ფარგლებში იგეგმება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების, კანონმდებლობისა და არსებული პრაქტიკის ანალიზი ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, მათი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და აღნიშნული რეფორმების შესახებ სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის ხელშეწყობა.
წინამდებარე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია პრობაციის სისტემასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტების ანალიზი.
ანალიზის პროცესში უნდა შეფასდეს რამოდენიმე სახის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი, კერძოდ:
** 2014-2015, 2016-2017, 2018-2020 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმა (შესაბამისი ნაწილები);
** 2014, 2015, 2016, 2017, 2018 წლების სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა (პრობაციის რეფორმის თავი)
აღნიშნული კვლევის ჩატარების მიზნით ორგანიზაცია "ციხის საერთაშორისო რეფორმა" აცხადებს კონკურსს სფეროს ადგილობრივი კვლევის განმახორციელებელი ორგანიზაციის (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის) შესარჩევად.
სამუშაოს აღწერა:
** ზემოთჩამოთვლილი სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტების ანალიზი;
** კვლევის საჯარო პრეზენტაცია დაინტერესებულ მხარეებთან;
** პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ადვოკატირების ღონისძიებებში მონაწილეობა.
** დეტალური ინფორმაცია კვლევასთან დაკავშირებით, გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებულ დოკუმენტში (დანართი 1 - ინსტრუქცია).
წარსადგენი დოკუმენტაცია:
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა, გთხოვთ, 2019 წლის 25 თებერვლამდე გამოაგზავნოთ ქვემოთჩამოთვლილი დოკუმენტაცია შემდეგი ელფოსტის მისამართზე: egabelaia@penalreform.org.
** ორგანიზაციული პროფილი (მათ შორის, განხორციელებული მსგავსი კვლევების შესახებ ინფორმაცია)
** უშუალოდ კვლევაში ჩართული თანამშრომლის(ებ)ის რეზიუმე.
კვლევის ჩატარებისთვის განკუთვნილი ანაზღაურება შეადგენს 3000 (დარიცხული) ევროს ექვივალენტს ლარში. ანაზღაურება შესრულებული სამუშაოსათვის გაიცემა გრანტის სახით.გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პროექტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან
კვლევით ორგანიზაციას კვლევის განხორციელების პროცესში კოორდინაცია ექნება ორგანიზაციასთან "ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის".
კვლევის ჩატარების ვადა: 2019 წლის 18 თებერვალი - 31 მარტი
თანდართული ფაილი: 205720-PRI.zip