ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000218 დასრულებული

კონკურსი სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავებაზე

წყარო: ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი

განაცხადის ბოლო ვადა
28.02.2019
საიტზე დამატებულია
20.02.2019

კონკურსის შესახებ:

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამ ოფისის პროექტის - "საქართველოში ზუთხისებრთა კონსერვაციის გაძლიერება" - ფარგლებში ცხადდება კონკურსი ზუთხისებრთა კონსერვაციის მიზნით მდ. რიონის გეგმარებითი დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავებაზე.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საკონსულტაციო კომპანიებმა. სამუშაოს შესრულების ხანგრძლივობა განისაზღვრება ხელშეკრულების დადების მომენტიდან არაუმეტეს სამი თვისა.

კონკურსში მონაწილე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

** განმცხადებელი ორგანიზაციის ან საკონსულტაციო კომპანიის შესახებ ინფორმაცია, შესაბამისი მიმართულებით არსებული გამოცდილების აღწერით;
** შემსრულებლის/ შემსრულებლების ავტობიოგრაფია (CV);
** კვალიფიკაციისა და გამოცდილების დამადასტურებელი სხვა შესაბამისი ინფორმაცია;
** საკონსულტაციო დავალების შესრულების მეთოდოლოგია და სამუშაო გეგმა/გრაფიკი;
** საკონსულტაციო დავალების შესასრულებლად საჭირო ბიუჯეტი/ დეტალური განფასება;
** საჭიროებისამებრ სხვა დამატებითი ინფორმაცია.

შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები:

** შესაბამისი კვალიფიკაცია და მსგავსი საქმიანობის გამოცდილება;
** წარმოდგენილი განაცხადის სრულფასოვნება;
** წარმოდგენილი ბიუჯეტის ოდენობა.

კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა მხარეებმა სრულყოფილი საკონკურსო განაცხადის მომზადებისთვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით შეუძლიათ მიმართონ პროექტის კოორდინატორს, მაკა ბიწაძეს (ელ-ფოსტა: mbitsadze@wwfcaucasus.org, ტელ.: 2 23 75 00).

განაცხადი წარდგენილი უნდა იქნას ელ-ფოსტის საშუალებით არაუგვიანეს 2019 წლის 28 თებერვლისა შემდეგ მისამართზე: office@wwfcaucasus.org