პროექტ „UP-start”-ის პრეზენტაცია
წყარო: Creative Georgia
- განაცხადის ბოლო ვადა
- 22.02.2019
- საიტზე დამატებულია
- 21.02.2019
პროექტის შესახებ:
პროექტი "UpStart" მიზნად ისახავს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბაზაზე ინკუბატორის დაარსებას და სტუდენტებისთვის ბიზნეს პროექტების განვითარების ხელშეწყობას. ამას გარდა, სტუდენტებში ბიზნეს უანრების განვითარებასა და მათი ინგლისური ენის დონის ამაღლებას. პროექტის ფარგლებში უკვე დაწყებულია ახალი სასწავლო პაკეტის შემუშავების პროცესი, რომელიც ორიენტირებული იქნება მეწარმეობის, კულტურის მარკეტინგისა და ხელოვნების მენეჯმენტის კურსების საბაკალავრო და სამაგისტრო დონეზე მიწოდებაზე. სადოქტორო დონეზე, სემინარების ფარგლებში, მოხდება აღნიშნული დისციპლინებისა და კულტურის მიმდინარე პროცესების ანალიზი. კურსების თსს აკადემიის სასწავლო პროცესში ადაპტირება 2019 წლის ოქტომბრიდან იგეგმება.
ახალი სასწავლო კურსების მიზანია თსს აკადემიის სტუდენტებს დაეხმაროს ეკონომიკური გლობალიზაციის პირობებში შეცვლილ და თვისობრივად განსხვავებულ პრინციპებზე ფორმირებულ ახალ სამყაროში იოლად ორიენტირებაში. ასევე ახალ ეკონომიკურ სისტემებში საკუთარი პროფესიული ადგილის მოპოვებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმის - ინკუბატორის შესაძლებლობების სრულფასოვნად გამოყენებაში.
19-20 თებერვალს, აპსტარტის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგი ტრენერებისთვის (TOT). პოტენციური ტრენერები არიან თსს აკადემიის თანამშრომლები და ბრიტანელი ექსპერტების მიერ გადამზადდებიან ინკუბატორისთვის.
პროექტი გახლავთ ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლება უმაღლესებისთვის“ გამარჯვებული.
პროექტის პარტნიორები არიან: შემოქმედებითი საქართველო, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, Creative Solutions და Advantage Creative (დიდი ბრიტანეთი).
შეგახსენებთ:
ღონისძიების ჩატარების ადგილი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)
თარიღი:21 თებერვალი
დაწყების დრო: 17:00 სთ.