ბიზნეს ამქარი – აკადემია ბიზნესისთვის
წყარო: GIPA, სტარტაპერი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 10.03.2019
- საიტზე დამატებულია
- 24.02.2019
ბიზნეს ამქარის შესახებ:
ბიზნეს ამქარი არის ჯიპას და სტარტაპერის ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც სტარტაპერები მიიღებენ 80 ამდე მომსახურებას ჯიპას სტუდენტებისა და მათი ლექტორებისგან. პროექტი ერთი მხრივ ხელმისაწვდომს ხდის მაღალი ხარისხის B2B მომსახურებას დამწყები ბიზნესებისთვის და მეორე მხრივ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს სწავლის დასრულებამდე მიიღონ სამუშაო გამოცდილება რეალურ ბიზნეს ქეისებზე.
ამქარის სერვისის მისაღებად, გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე 10 მარტამდე, სტარტაპების შერჩევა ხდება გასაუბრებით. პირველ ეტაპზე შერჩეული სტარტაპები მომსახურებას მიიღებენ 2019 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში (მარტი- მაისი 2019).
ქვემოთ გაეცანით სერვისების ჩამონათვალს.
ბიზნესი:
-
ბიზნეს მოდელის განსაზღვრა
-
ბიზნესის სტრატეგიის განსაზღვრა
-
ბიზნესის სტრატეგიული გეგმის შემუშავება
-
მიზანშეწონილობის წინასწარი კვლევა (Pre-feasibility)
-
მიზანშეწონილობის კვლევა (feasibility)
-
ბიზნეს გეგმის მომზადება სესხის ასაღებად
-
ბიზნეს გეგმის/საინვესტიციო წინადადების მომზადება ინვესტორებისთვის
-
ბიზნესის ღირებულების შეფასება
-
ბიზნესის ღირებულების ზრდის გეგმის შემუშავება
-
სამოქმედო გეგმების შემუშავება
-
პოტენციური პარტნიორების მოძიება
ფინანსები:
-
ფინანსური უწყისების პაკეტის შექმნა
-
ფინანსური ანალიზი + ტრენინგი
-
ფინანსური მოდელის შექმნა
-
ბიუჯეტის შედგენა
-
ფინანსური გეგმის შემუშავება
-
ხარჯების სტრუქტურის განსაზღვრა
-
ქმედებებზე დამყარებული ხარჯთაღრიცხვის მოდელის შემუშავება
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://startuperi.ge