ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000233 დასრულებული

მოამზადე მასალა პოლიტიკურ პოლარიზაციაზე და დასაჩუქრდი სასაწავლო ვიზიტით ბერლინში

წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

განაცხადის ბოლო ვადა
20.04.2019
საიტზე დამატებულია
25.02.2019

გრანტის შესახებ:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს ჟურნალისტსებისა და ბლოგერებისთვის, რომლებიც 2019 წლის 18 თებერვლიდან 2019 წლის 20 აპრილის ჩათვლით, ქართულენოვან მედიაში გამოაქვეყნებენ სტატიას/სიუჟეტს/ბლოგს, რომელიც სეეხება უკიდურეს პოლიტიკურ პოლარიზაციასა და მის გავლენას საქართველოს მოსახლეობაზე, ამ პრობლემის ამსახველ საკითხებს ან მათი გადაჭრის გზებს.

გამარჯვებული გამოვლინდება 2019 წლის 1 მაისამდე, მონაწილეობას მიიღებს მედია ფორუმზე და შეუერთდება სამდღიან სასწავლო ვიზიტს ბერლინში, რომელიც გაიმართება 2019 წლის ივნისში/ივლისში.


ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
ჟურნალისტს/ბლოგერს, რომელიც 2019 წლის 18 თებერვლიდან 2019 წლის 20 აპრილის ჩათვლით გამოაქვეყნებს სტატიას/სიუჟეტს/ბლოგს ქართულენოვან მედიაში.

რას უნდა ეხებოდეს სტატია/სიუჟეტი/ბლოგი?
სტატია/სიუჟეტი/ბლოგი უნდა მოიცავდეს უკიდურეს პოლიტიკურ პოლარიზაციას და მის გავლენას საქართველოს მოსახლეობაზე, ამ პრობლემის ამსახველ საკითხებს ან მათი გადაჭრის გზებს.

რა კრიტერიუმებით შეფასდება ნამუშევარი?
- გადმოცემული საკითხის სისწორე და რეალურობა;
- სტატიის/სიუჟეტის/ბლოგის მიუკერძოებლობა;
- სტატიის/სიუჟეტის/ბლოგის საზოგადოებრივი სარგებელი;
- ნამუშევარის ორიგინალურობა;
- სტატიის/სიუჟეტის/ბლოგის სტრუქტურა;
- მომხმარებლებისთვის მოყოლის სტილი.

გამარჯვებული გამოვლინდება 2019 წლის 1 მაისამდე, მონაწილეობას მიიღებს მედია ფორუმზე და შეუერთდება სამ დღიან სასწავლო ვიზიტს ბერლინში, რომელიც გაიმართება 2019 წლის ივნისში/ივლისში.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეავსონ აპლიკაცია არა უგვიანეს 2019 წლის 20 აპრილისა.

კონკურსი ხორციელდება გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, Democracy Reporting International (DRI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცისა და ფორსეტის პროექტის ,,პოლიტიკური პლურალიზმის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.

რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს.