ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000250 დასრულებული

ფონდი აცხადებს საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის საგრანტო კონკურსს

წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

განაცხადის ბოლო ვადა
04.04.2019
საიტზე დამატებულია
27.02.2019

კონკურსის შესახებ:

კონკურსის მიზანი

საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს:

  • საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მაღალი რანგის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმებისა და სიმპოზიუმების ჩატარებას ფართო საზოგადოების ჩართულობით, საქართველოს შემსწავლელი კვლევების პოპულარიზაციასა და საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე წარდგენას;

  • საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებების განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელებული კვლევების შედეგების გავრცელებას (დისემინაციას);

  • სხვადასხვა თაობისა და სხვადასხვა კვლევითი ცენტრების მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარებას;

  • საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისებას.

საპროექტო განაცხადი ტიპი

ინსტიტუციური

კონკურსის ძირითადი პირობები

  • პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია:ქართველოლოგიისა და საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ნებისმიერი მიმართულებიდან;

  • საკონკურსო განაცხადით (პროექტით) გათვალისწინებული კონფერენცია შესაძლებელია ჩატარდეს 2019 წლის 1 ივლისიდან 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში;

  • პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს;

  • ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება და დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 35%-ს.

კონკურსზე პროექტის რეგისტრაციის ვადები:

ა) ელექტრონული რეგისტრაციის ეტაპი – 2019 წლის 6 მარტიდან - 4 აპრილის 16:00 საათამდე;

ბ) ფონდის კანცელარიაში რეგისტრაციის ეტაპი – 2019 წლის 5 აპრილის 16:00 საათამდე;

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

ა) 2019 წლის 11 და 25 მარტი - ჯგუფური კონსულტაციები;

ბ) 2019 წლის 2 აპრილი - შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

გ) 2019 წლის აპრილი - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და

მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

დ) 2019 წლის აპრილი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის

პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;

ე)2019 წლის მაისი - კონკურსის პირობების დაცვით რეგისტრირებული პროექტების შეფასება და გამარჯვებულთა გამოვლენა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება;

ვ) 2019 წლის ივნისი - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;

ზ) 2019 წლისივნისი -საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 მაისის №57/ნ ბრძანება;

ფონდის გენერალური დირექტორის 2019 წლის 26 თებერვლის №18 ბრძანება;

ბიუჯეტის კლასიფიკატორი;

შეფასების კრიტერიუმები.

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები:

პირობები - დანართი 1;

კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - ნიმუში, დანართი 2 (GEO/ENG);

პროექტის აბსტრაქტი - დანართი 3 (GEO/ENG);

საპროექტო წინადადება - დანართი 4 (GEO/ENG);

პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - ნიმუში, დანართი 5 (GEO/ENG);

პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - ნიმუში, დანართი 6 (GEO/ENG);

ძირითადი პერსონალის პროფესიული ბიოგრაფიები (CV) - ნიმუში, დანართი 7 (GEO/ENG);

პროექტში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქის თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობაზე - დანართი 8 (ENG);

ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთისარსებობისშემთხვევაში) - დანართი 9 (GEO/ENG)

განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ -გენერირდება GMUS-ით.

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებასს, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;

  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;

  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით:gc@rustaveli.org.ge02/04/2019 - ისჩათვლით.

კოორდინატორები:

ლანა დავითულიანი

ხათუნა არაბული

დადგენილი ვადების, რეგისტრაციის წესებისა და კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება.

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!