საგრანტო პროგრამა მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის
წყარო: Swedish Agency
- განაცხადის ბოლო ვადა
- 15.03.2019
- საიტზე დამატებულია
- 13.03.2019
პროგრამის შესახებ:
Grants for planning activities - ამ გრანტების მოპოვების შესაძლებლობა ეძლევათ მეწარმეებს, რომ აღმოაჩინონ ახალი ბაზრები და გამოიკვლიონ მათი ტექნოლოგიური ზემოქმედება გარემოსა და სიღარიბის აღმოფხვრაზე. ადგილობრივ მწარმოებლებს აქვთ საშუალება მიიღონ ფინანსურ დახმარება, რათა შეისყიდონ ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც მორგებულია გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრაზე.
პროგრამა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ და ხორციელდება შვედეთის ეკონომიკური და რეგიონალური ზრდის სააგენტოს (Tillväxtverket) კურატორობით. აღსანიშნავია, რომ გრანტების ოდენობა არის საკმაოდ დიდი - დაახლოებით $ 37,500.
პროგრამის ლინკი: https://tillvaxtverket.se/english/demo-environment-programme.html
სააპლიკაციო ლინკი მითითებებით: https://tillvaxtverket.se/english/demo-environment-programme
Grants for planning activities: https://tillvaxtverket.se/english/demo-environment-programme/grants
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში პირდაპირ მიმართეთ საკონტაქტო პირებს (https://tillvaxtverket.se/english/demo-environment-programme/contact.html )