უნიკალური კოდი: #001840 ახალი

ევროპული კვლევითი საბჭოს (ERC) Consolidator Grant — 2027 წლის კონკურსი

წყარო: ევროპული კვლევითი საბჭო (ERC) / ევროკავშირის Horizon Europe

განაცხადის ბოლო ვადა
12.01.2027
დარჩა 82 დღე
საიტზე დამატებულია
22.10.2026
ნახვები
3

ევროპული კვლევითი საბჭო (ERC), რომელიც ევროკავშირის Horizon Europe-ის პროგრამის ნაწილია, იღებს განაცხადებს Consolidator Grant-ის 2027 წლის კონკურსზე (ERC-2027-COG). გრანტი განკუთვნილია გამოცდილი მკვლევრებისთვის, რომლებიც დამოუკიდებელ კვლევით ჯგუფს ავითარებენ.

ვის შეუძლია:

  • ნებისმიერი მოქალაქეობის მკვლევარს, რომელსაც დოქტორის ხარისხის დაცვიდან 5-დან 15 წლამდე აქვს გასული (დეკრეტული შვებულება, ავადმყოფობა და სხვა საპატიო მიზეზები ვადას ახანგრძლივებს)
  • მასპინძელი ორგანიზაცია უნდა იყოს ევროკავშირის წევრ ან Horizon Europe-ის ასოცირებულ ქვეყანაში — საქართველო ასოცირებული ქვეყანაა, ამიტომ მასპინძელი შეიძლება ქართული უნივერსიტეტი ან კვლევითი ინსტიტუტიც იყოს
  • განაცხადის დროს მასპინძელთან დასაქმება სავალდებულო არ არის

დაფინანსება: 2 მილიონ ევრომდე 5 წლის განმავლობაში; დასაბუთების შემთხვევაში დამატებით 1 მილიონ ევრომდე (მაგ. აღჭურვილობისთვის). ფარავს პირდაპირი ხარჯების 100%-ს და დამატებით 25%-ს არაპირდაპირი ხარჯებისთვის.

ვადები: კონკურსი გაიხსნა 2026 წლის 24 სექტემბერს; განაცხადის ბოლო ვადაა 2027 წლის 12 იანვარი. განაცხადი წარედგინება ევროკომისიის Funding & Tenders პორტალზე.

ინფორმაციის წყარო: erc.europa.eu