გამოცხადდა კონკურსი „ორიენტირი“
წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
- განაცხადის ბოლო ვადა
- 12.04.2019
- საიტზე დამატებულია
- 21.03.2019
კონკურსის შესახებ:
გამოცხადდა კონკურსი „ორიენტირი“ - კულტურისა და ხელოვნების სფეროში საგანმანათლებლო და სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა“
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ ორგანიზაციებს.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2019 წლის 18 მარტიდან 12 აპრილის 15:00 სთ-მდე საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 6.2. განაცხადის წარმოდგენასთან და კონკურსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე კონსულტაციები გაიმართება სამინისტროში 2 ეტაპად: ა) 2019 წლის 21 მარტს 14:00 სთ-ზე; ბ) 2019 წლის - 5 აპრილს 14:00 სთ-ზე;
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ: გვერდზე:
https://mes.gov.ge/content.php…
თსს აკადემიის სტუდენტებს, მაგისტრანტებს/დოქტორანტებს, ასევე აკადემიურ, მოწვეულ და სამეცნიერო პერსონალს დამატებითი კითხვების შემთხვევაში ან ინდივიდუალური კონსულტაციისათვის გთხოვთ მიმართოთ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს.
საკონტაქტო პირი: ქეთევან ცეცხლაძე;
ketevan.tsetskhladze@art.edu.ge ;
ტელ: 555 96 40 05