მცირე გრანტი ფიზიკური პირებისთვის - სამგზავრო
წყარო: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
- განაცხადის ბოლო ვადა
- 30.04.2019
- საიტზე დამატებულია
- 02.04.2019
გრანტის შესახებ:
მცირე გრანტის მიზანია ხელი შეუწყოს:
-
ინოვაციების დანერგვას, ტესტირებას ან გაუმჯობესებას მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის;
-
ინოვაციებით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სუბიექტების საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაციას და მათი კომერციული პოტენციალის გაზრდას;
-
ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას;
-
ადგილობრივი ინოვაციური და/ან ტექნოლოგიური პოტენციალისა და ეკოსისტემის გაძლიერებას;
სამგზავრო გრანტით ფინანსდება საგრანტო პროექტი, რომელიც ეხება ინოვაციების ან/და ტექნოლოგიების მიმართულებით დაინტერესებული პირის მონაწილეობას საქართველოს ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ღონისძიებებში, რომლის შედეგად მოხდება ინფორმაციის გაცვლა/გამოცდილების გაზიარება/პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრა და ადგილობრივი ინოვაციების ეკოსისტემის გაძლიერება.
სამგზავრო გრანტი გაიცემა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში შემდეგ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად:
ა) კონფერენცია;
ბ) კონგრესი;
გ) ფორუმი;
დ) სიმპოზიუმი;
ე) ვორქშოფი;
ვ) კონკურსი;
ზ) ინოვაციების ხელშემწყობი ღონისძიება (ჰაკათონი, მეიქათონი, კრეათონი და ა.შ.)
თ) სემინარი-ტრეინინგი;
ი) დარგობრივი გამოფენა.
სამგზავრო საგრანტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
-
ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური სფერო;
-
ღონისძიების მასშტაბურობა და მნიშვნელოვნობა;
-
ღონისძიებისდან მიღებული პოტენციური სარგებელი და მოსალოდნელი შედეგი;
-
ინდივიდის/გუნდის კომპეტენცია, გამოცდილება და მოტივაცია;
საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია წლის ნებისმიერიდროისმონაკვეთში.
საგრანტო განაცხადების მიღებიდან 1 თვისვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას.
საგრანტო დაფინანსების ადმინისტრირებას, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევას და დაფინანსებული პროექტებისმონიტორინგს ახორციელებს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.
პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, სააგენტო გრანტის მიმღებს ავანსის სახით ურიცხავს პროექტის ბიუჯეტითდამტკიცებული თანხის 90 პროცენტს. დარჩენილი 10 პროცენტისგადარიცხვა მოხდება გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილიფინანსურიდაპროგრამულიანგარიშებისშემოწმებისშემდეგ, დადებითი დასკვნის შემთხვევაში.
გთხოვთ, განაცხადის შევსებამდე გაეცნოთ „სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 2019 წლის 25თებერვლის N18-ს ბრძანებით დამტკიცებულ მცირე გრანტის გაცემის წესს“ და საგრანტო პროგრამის პირობებს, ასევე პორტალისსახელმძღვანელოს, რომელიც განთავსებულია მოცემულ ვებ გვერდზე.
წყარო : https://grants.gov.ge/ka/...