ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000420 დასრულებული

კონკურსი სათამაშო მოედნების მოწყობაზე

წყარო: World Vision

განაცხადის ბოლო ვადა
17.05.2019
საიტზე დამატებულია
13.05.2019

კონკურსის შესახებ:

"World Vision International"-ის ფილიალი საქართველოში აცხადებს კომპანიების წინასწარ კვალიფიკაციას სათამაშო მოედნების მოწყობაზე.

"ვორლდ ვიჟენი" მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელიც განვითარებისა და ადვოკატირების მიმართულებით მუშაობს. კომპანია ოპერირებს 100-მდე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს www.wvi.org/georgia

"ვორლდ ვიჟენის" ფილიალი საქართველოში იწვევს შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე კომპანიებს, სათამაშო მოედნების მოწყობის მომსახურების მომწოდებელი კომპანიების წინასწარ კვალიფიკაციის პროცესში მონაწილეობის მისაღებად. წინასწარ კვალიფიცირებული კომპანიები შეირჩევიან 2 წლის ვადით და მხოლოდ ისინი მიიღებენ სატენდერო წინადადების მოთხოვნებს განსაფასებლად და 2-წლიანი ხელშეკრულების გასაფორმებლად.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი წინასწარი კვალიფიკაციის დოკუმენტაცია:

** კომპანიის შესახებ ინფორმაცია დადგენილი ფორმატის მიხედვით (მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა);
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
** სამი სარეკომენდაციო წერილი.
** ხელმოწერილი ქცევის კოდექსის და წესების გაცნობის დასტური (თანდართულია).

განმარტებებისთვის მიმართეთ:

"World Vision International"-ის ფილიალი საქართველოში
იმედაშვილის ქ. 18/17
ელ.ფოსტა: geoo_tender@wvi.org

განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ ელექტრონულად, ელ. მისამართზე: Geo_Procurement@wvi.org, ან დალუქულ კონვერტში, ზემოთ მითითებულ მისამართზე. გთხოვთ, ელ. წერილის საგანში მიუთითოთ: "Pre-qualification, PlayGrounds".

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 17 მაისი, 2019, 18:00. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მიღებული განაცხადები არ იქნება განხილული.


წყარო : http://jobs.ge