ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000421 დასრულებული

კონკურსი ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

განაცხადის ბოლო ვადა
25.05.2019
საიტზე დამატებულია
13.05.2019

კონკურსის შესახებ:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს http://transparency.ge

ტრენინგის შესახებ:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აცხადებს კონკურსს თბილისში მომუშავე ჟურნალისტებისთვის ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ჩატარდება 2019 წლის 7 ივნისს, ქ.თბილისში.

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა. ტრენინგის ხანგრძლივობაა 1 დღე. ტრეინინგის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

ტრენინგი მოიცავს ღია მონაცემთა ბაზებში მუშაობის უნარების გაძლიერებას. ტრენინგის ფარგლებში განსახილველი საკითხებია:

** საკანონმდებლო ცვლილებების პროცესის მონიტორინგი ღია წყაროებზე დაყრდნობით;
** სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი;
** პოლიტიკური პარტიების შემომწირველები და მათი მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში;
** ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
** კერძო საკუთრების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
** თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციები;
** ღია მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები ტრენინგის მონაწილეების მოთხოვნის მიხედვით.

ტრენინგის მიზანია საგამოძიებო ჟურნალისტიკის მხარდაჭერა ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ასამაღლებლად. ტრენინგი ტარდება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

განაცხადის წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@transparency.ge და გთხოვთ, ელექტრონული განაცხადის სათაურში მიუთითოთ "ჟურნალისტებისათვის ტრენინგებში მონაწილეობა".

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 25 მაისი.


წყარო : http://jobs.ge