ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000052 დასრულებული

კონკურსი ბიზნეს-საკონსულტაციო სერვისების მოწოდებაზე

წყარო: USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა

განაცხადის ბოლო ვადა
22.11.2018
საიტზე დამატებულია
29.10.2018
რეგიონი: აფხაზეთი

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამა მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის იმ ქვედარგების ზრდის ხელშეწყობას, რომლებსაც სამუშაო ადგილების შექმნის და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით მაღალი პოტენციალი გააჩნიათ.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა აცხადებს მოთხოვნას ინტერესის გამოხატვაზე (EOI) საქართველოს ბიზნეს-საკონსულტაციო სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის, მათ შორის, ფიზიკური პირების, კომერციული საკონსულტაციო ფირმების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანამანათლებლო დაწესებულებებისა და სექტორული ასოციაციებისთვის, რათა შეიქმნას ისეთი ორგანიზაციების ბაზა, რომლებსაც შეეძლება კვალიფიცირებული ტექნიკური დახმარების (კონსულტაციები, ექსპერტული ცოდნა და ტრენინგები) გაწევა როგორც უშუალოდ პროგრამაში ჩართული გრანტის მიმღები საწარმოებისათვის და არა-გრანტიორი ბენეფიციარებისათვის, ასევე შერჩეული ღირებულებათა ჯაჭვების სხვადასხვა რგოლის მონაწილეებისთვის, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს ღირებულებათა ჯაჭვების გაძლიერებას.

დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ დანართი.

თანდართული ფაილი: 194633-usaid.zip