სატრენინგო პროგრამა - წყალი, ადამიანის უფლებები და ადვოკატირება
წყარო: UNICEF
- განაცხადის ბოლო ვადა
- 15.10.2019
- საიტზე დამატებულია
- 25.09.2019
პროგრამის შესახებ:
UNICEF-ისა და ევროკავშირისა მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების „ახალგაზრდები უკეთესი WaSH-სთვის“ (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) და „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს უფროსკლასელი მოსწავლეების შერჩევას სატრენინგო პროგრამაში - „წყალი, ადამიანის უფლებები და ადვოკატირება“ მონაწილეობის მისაღებად.
ტრენინგში მონაწილეობა შეუძლია კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების სამიზნე მუნიციპალიტეტების (ახმეტა, საგარეჯო, ლაგოდეხი, დმანისი, მარნეული, თეთრიწყარო და წალკა) სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებული და მოტივირებული არიან, მიიღონ მეტი ინფორმაცია WaSH საკითხებზე, შეიძინონ ადვოკატირების უნარები და ტრენინგების დასრულების შემდეგ თავად განახორციელონ WaSH-თან დაკავშირებული პრობლემების ადვოკატირება მათსავე მუნიციპალიტეტებში.
მარნეული- დმანისის უფროსკლასელთათვის - 19-20 ოქტომბერს;
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, დაინტერესებულმა პირებმა შეავსონ თანდართული განაცხადის ფორმა და გამოგზავნონ მეილზე youth4wash@gmail.com
მარნეული-დმანისის გუნდისთვის (19-20 ოქტომბრის ტრენინგის გუნდი) განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 15 ოქტომბერი
დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
გისურვებთ წარმატებას!
წყარო : http://cenn.org