ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000562 დასრულებული

კონკურსი სათბურის გათბობის სისტემის შეძენაზე

წყარო: USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა

განაცხადის ბოლო ვადა
13.11.2019
საიტზე დამატებულია
30.10.2019

კონკურსის შესახებ:

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაო ადგილების შექმნისა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი. პროგრამა გეგმავს საინვესტიციო და მიზნობრივი ტექნიკური დახმარების გაწევას მემცენარეობის სექტორში მოქმედი ბაზარზე ორიენტირებული საწარმოებისთვის და საწარმოო კლასტერებისთვის, ასევე, ასოციაციებისა და მომსახურების/ინფორმაციის/ კონსულტაციების მიმწოდებლების მხარდაჭერას, რათა გააძლიეროს აგრობიზნესების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას.

პროექტის აქტივობების ფარგლებში, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას სურს შეიძინოს სათბურის გათბობის სისტემა, რათა გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს გრანტიორის არსებული ბიზნეს საქმიანობა. ამ განაცხადის მიზანია შეთავაზებების მოთხოვნა მყარ საწვავზე მომუშავე გათბობის სისტემაზე 1100მ2 სათბურისთვის.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა შერჩეულ მომწოდებელთან გააფორმებს ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულებას.

სავარაუდოდ, ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულების გაცემა მოხდება 2019 წლის 25 ნოემბრამდე.
საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის სასურველი დროა არაუგვიანეს 2019 წლის 10 დეკემბერი.
მიწოდების ადგილი: სოფელი გურიპული, ხობის მუნიციპალიტეტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი.

სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

შეთავაზებების წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2019 წლის 13 ნოემბრის 17:00 საათისა.


წყარო : http://jobs.ge