კონკურსი ვიზიტორთა ცენტრის მოწყობაზე
წყარო: ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 19.11.2019
- საიტზე დამატებულია
- 05.11.2019
კონკურსის შესახებ:
"ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის" (WWF) კავკასიის პროგრამ ოფისის პროგრამის "TJS/ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს" მიერ ცხადდება დახურული კონკურსი ფასთა კოტირებაზე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, კერძოდ ხარაგაულში ვიზიტორთა ცენტრის მოწყობაზე, არსებული დამტკიცებული დიზაინის და დეტალური პროექტის შესაბამისად.
ტექნიკური დავალების სანახავად მიყევით შემდეგ ბმულს:
https://drive.google.com/file/d/1g72EQZV5me3r2FYgQtv8eblLlifLrKQJ/view?usp=sharing
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შესაბამისი კვალიფიკაციის კომპანიებს. სამუშაოს შესრულების ხანგრძლივობა განისაზღვრება ხელშეკრულების დადების მომენტიდან არაუმეტეს ოთხი თვისა.
კონკურსში მონაწილე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
** განმცხადებელი კომპანიის შესახებ ინფორმაცია, შესაბამისი მიმართულებით არსებული გამოცდილების აღწერით;
** კომპანიის წარმომადგენლების/შემსრულებლების ავტობიოგრაფია (CV);
** კვალიფიკაციისა და გამოცდილების დამადასტურებელი სხვა შესაბამისი ინფორმაცია;
** სარეკომნდაციო წერილი მსგავს შესრულებულ საქმიანობაზე;
** დავალების შესრულების სამუშაო გეგმა/გრაფიკი;
** დავალების შესასრულებლად საჭირო ბიუჯეტი/ დეტალური განფასება მოცემული ცხრილების შესაბამისად;
** საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნილი იქნება დამატებითი ინფორმაცია.
შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები:
** შესაბამისი კვალიფიკაცია და მსგავსი საქმიანობის გამოცდილება;
** წარმოდგენილი დიკუმენტაცია;
** წარმოდგენილი ბიუჯეტი მოცემული ცხრილების შესაბამისად. ცხრილების ჩამოსატვირთად მიყევით ბმულს: https://drive.google.com/file/d/1K_bFLqGn2nBkBMyPxP9aDG9gu20OybK4/view?fbclid=IwAR0N571XUSZVsrHS1DcOG-csbCipI2RCR6yMfMSgGshdQOc5yW2luKG8hQE
კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა მხარეებმა სრულყოფილი საკონკურსო განაცხადის მომზადებისთვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით შეუძლიათ მიმართონ პროექტის კოორდინატორს, ლალი თევზაძეს (ელ-ფოსტა: lali.tevzadze@tjs-caucasus.org ტელ.: 557 73 69 19).
განაცხადი წარდგენილი უნდა იქნას ელ-ფოსტის საშუალებით არაუგვიანეს 2019 წლის 19 ნოემბრისა შემდეგ მისამართზე: lali.tevzadze@tjs-caucasus.org
წყარო : http://jobs.ge