Horizon Europe — სრულყოფილების ჰაბები (Excellence Hubs) 2027
წყარო: ევროკომისია — ევროპის კვლევის აღმასრულებელი სააგენტო (REA), Horizon Europe
- განაცხადის ბოლო ვადა
- 04.03.2027
- დარჩა 132 დღე
- საიტზე დამატებულია
- 23.10.2026
- ნახვები
- 19
„სრულყოფილების ჰაბები“ აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის რეგიონულ კვლევისა და ინოვაციების ეკოსისტემებს, რათა შეიქმნას ერთობლივი სტრატეგია, ინვესტიციების გეგმა და პილოტური ინოვაციური პროექტები, რეგიონის სმარტ სპეციალიზაციის სტრატეგიასთან შესაბამისობაში.
ძირითადი პირობები:
- კოორდინატორი უნდა იყოს „Widening“ ქვეყნიდან
- მინიმუმ ორი ეკოსისტემა ორი სხვადასხვა „Widening“ ქვეყნიდან
- თითოეულ ეკოსისტემაში ოთხი ტიპის მონაწილე: აკადემიური დაწესებულება, ბიზნესი (მინიმუმ ორწლიანი საქმიანობით), რეგიონული ან ადგილობრივი ხელისუფლება და სამოქალაქო/საზოგადოებრივი აქტორი
- სხვა ქვეყნების ორგანიზაციები მხოლოდ მცირე როლით
დაფინანსება: საერთო ბიუჯეტი 100 მლნ ევრო, დაახლოებით 30 პროექტი, თითო 1.5–4.5 მლნ ევრო; ევროკავშირი ფარავს ხარჯების 70%-ს, დანარჩენი თანადაფინანსებაა. ხანგრძლივობა — 5 წლამდე.
ვადა: 2027 წლის 4 მარტი, 17:00 ბრიუსელის დროით, ერთეტაპიანი, EU Funding & Tenders პორტალით. დეტალური პირობები იხილეთ ოფიციალურ კონკურსის ტექსტში.
ინფორმაციის წყარო: rea.ec.europa.eu