![]() |
4027 |
---|
![]() |
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) - მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების დაცვის ხელშეწყობა სტრატეგიული სამართალწარმოების გზით |
უნიკალური ნომერი: 000705
პროექტის მიზანია უზრუნველყოს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა ისეთ პრობლემებთან დაკავშირებით, როგორიც არის არადომინანტი რელიგიური ჯგუფებისთვის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა, რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია სახელმწიფო და კერძო პირებთან მიმართებით, უთანასწორო მოპყრობა საკუთრების უფლებისა და მშენებლობის პროცესში, რელიგიის ნიადაგზე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და გულგრილობის/არაეფექტური რეაგირების ფაქტები პოლიციის მხრიდან. პროექტი ხელს შეუწყობს რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვის გაძლიერებას სტრატეგიული სამართალწარმოების გზით შესაბამის ეროვნულ და საერთაშორისო სასამართლოებში; და მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას საველე ვიზიტებისა და მობილური კლინიკების საშუალებით. პროექტი მოიცავს თბილისს, ქვემო ქართლის, კახეთის (პანკისის ხეობა) და აჭარის რეგიონებს.
წყარო: http://ewmi-prolog.org/ka/grants/ongoing-projects/
რეგიონი: თბილისი; აჭარა; კახეთი; ქვემო ქართლი;
პროექტის მიმართულება: სამოქალაქო საზოგადოების განვითარება; განათლება, მეცნიერება, ტრეინინგი;
დამატებულია: 12-05-2020
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-05-2021
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 84 დღე;
01-02-2019 დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში |
---|
17-02-2019 ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან |
14-02-2020 თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო საქართველოში |
12-02-2020 კომპლექსური მიდგომა |