ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000067 დასრულებული

საგრანტო კონკურსი რეგიონული განვითარების მხარდასაჭერად

წყარო: csrdg

განაცხადის ბოლო ვადა
10.02.2019
საიტზე დამატებულია
09.01.2019
რეგიონი: თბილისი

საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი აცხადებს საგრანტო კონკურსს - ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებისა და რეგიონული განვითარების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება.

საგრანტო კონკურსის მიზანია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ასოცირების პროცესის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა (DCFTA) და რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა რეფორმების ეფექტიან განხორციელებას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია კონსორციუმს, რომელიც შედგება მთავარი განმცხადებლისა და ერთი ან მეტი თანაგანმცხადებლისაგან. კონსორციუმის წევრები უნდა იყვნენ მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომელთაგან ერთი მაინც უნდა საქმიანობდეს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თბილისის გარდა.

პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 თვეს, ხოლო საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა -- 5 000 ევროს. კონკურსის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 25000 ევროს.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, PDF ფორმატში ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: csrdg.cssigrants@gmail.com

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 10 თებერვალი.

საბოლოო გადაწყვეტილება პროექტების დაფინანსების თაობაზე მიღებული იქნება არაუგვიანეს 2019 წლის 31 მარტისა.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vakhtang@csrdg.ge; ტელ: 557 000 261
საკონტაქტო პირი: ვახტანგ კობალაძე, პროგრამის კოორდინატორი.

თანდართული ფაილი: gfsis-grant.rar