projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
471


სამართლიანი მცირე გრანტების კონკურსი

უნიკალური ნომერი: 000748

კონკურსის შესახებ:

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს ადგილობრივი სათემო ორგანიზაციებისთვის ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "სამართლიანი არჩევნები საქართველოსთვის" ფარგლებში, რომლის მიზანია თანასწორი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა საარჩევნო პროცესების მონიტორინგის, საარჩევნო რეფორმების ხელშეწყობისა და ამომრჩეველთა განათლების წახალისების გზით.

საგრანტო კონკურსის მიზანია მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში (პანკისის ხეობა, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, მთიანი აჭარა ან მცხეთა-მთიანეთი) ამომრჩეველთა და სამოქალაქო განათლების ინიციატივების მხარდაჭერა.

პროექტი ითვალისწინებს მაქსიმუმ 2500 ევროს ოდენობით 2 მცირე გრანტის გაცემას, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარმა ორგანიზაციამ საარჩევნო პერიოდში თავის თემში უნდა ჩაატაროს ამომრჩევლის განათლების/ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები (ტრენინგები, შეხვედრები, სემინარები ან სხვ.) შემდეგ თემებზე: ამომრჩეველთა უფლებები, არჩევნების დღის პროცედურები, საარჩევნო რეფორმა და მისი შედეგები, დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდების გზები. ორგანიზაცია თავისუფალია ადგილობრივი თემისთვის კონტექსტის და საჭიროებებისთვის შესაფერისი აქტივობების და მიდგომების არჩევაში. პროექტით გათვალისწინებულ აქტივობაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 150 მონაწილე თუკი საუბარია ტრადიციული მეთოდებით ინფორმაციის გადაცემაზე (ტრენინგი, სემინარი), ხოლო 500 მონაწილე თუკი საუბარია სხვა კრეატიული მეთოდების გამოყენებაზე. პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების ვადაა 2-4 თვე.

მონაწილეობის პირობები:

** საქართველოში რეგისტრირებული ადგილობრივი ორგანიზაცია, რომელიც აქტიურია თემში (ზემოთ მითითებულ რეგიონებში) და აქვს სამოქალაქო განათლების/ცნობიერების ამაღლების მიმართულებით პროექტის განხორციელების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი ადამიანური რესურსის ფლობა;
** სასურველია თემში სხვადასხვა ადგილობრივ ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** პროექტის განხორციელების სავარაუდო გეგმა აქტივობების და ბიუჯეტის მონახაზის ჩათვლით (მიბმული ფაილები);
** ჩატარებული ტრენინგების მოდულის ნიმუში, მონახაზი (არსებობის შემთხვევაში);
** ინფორმაცია 2 რეკომენდატორის შესახებ, რომელთან ორგანიზაციას ქონია თანამშრომლობა;
** ორგანიზაციის წესდება.

განაცხადები მიიღება 16 აგვისტოს ჩათვლით ელექტრონული ფორმით მისამართზე: [email protected]

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მოგვმართეთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected]
არასრული განცხადებები არ განიხილება.

ორგანიზაციის შესახებ:

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება მიუკერძოებელი, არასამთავრობო, არაპარტიული ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წლიდან ფუნქციონირებს.

ორგანიზაციის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებებია:

** არჩევნების მონიტორინგი და საარჩევნო პროცესების სანდოობის ხელშეწყობა;
** დემოკრატიული რეფორმებისა და ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა;
** ადგილობრივი თვითმმართველობების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაზრდა;
** დემოკრატიული ღირებულებებისა და სამოქალაქო აზროვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება უზრუნველყოფს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობას განურჩევლად კანდიდატის ეროვნების, ეთნიკური წარმომავლობის, რასის, კანის ფერის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობისა.


წყარო: http://jobs.ge

დამატებულია: 28-07-2020

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 16-08-2020 ვადა იწურება

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 1 დღე;




24-01-2019

გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად

12-02-2020

გამარტივებული მიდგომა ფიტოსანიტარული და საკვების უვნებლობის სფეროსათვის

31-01-2019

საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის კვლევების ხელშეწყობა საქართველოში - ფუნდამენტური კვლევები

28-05-2020

ერთიანობა

28-05-2020

ერთიანობა

24-01-2019

გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად

12-02-2020

გამარტივებული მიდგომა ფიტოსანიტარული და საკვების უვნებლობის სფეროსათვის

31-01-2019

საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის კვლევების ხელშეწყობა საქართველოში - ფუნდამენტური კვლევები


სიახლეების გამოწერა



















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ