უნიკალური კოდი: #001851 ახალი

დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) — გრანტები დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და დამოუკიდებელი მედიის პროექტებისთვის (2027)

წყარო: დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED, აშშ)

განაცხადის ბოლო ვადა
27.01.2027
დარჩა 92 დღე
საიტზე დამატებულია
27.10.2026
ნახვები
25

დემოკრატიის ეროვნული ფონდი (National Endowment for Democracy, NED) აშშ-ში დაფუძნებული ფონდია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას უჭერს მხარს. განაცხადები წელიწადში რამდენჯერმე მიიღება.

რა სფეროებს აფინანსებს:

  • ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა
  • დამოუკიდებელი მედია და ინფორმაციის თავისუფლება
  • სამოქალაქო განათლება და სამოქალაქო საზოგადოება
  • დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება
  • გაერთიანების თავისუფლება, კონფლიქტების დემოკრატიული მოგვარება, საბაზრო ეკონომიკა

ვის შეუძლია: მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს — სამოქალაქო ჯგუფებს, ასოციაციებს, დამოუკიდებელ მედიას. ინდივიდები, სახელმწიფო უწყებები და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დაწესებულებები (მათ შორის საჯარო უნივერსიტეტები) ვერ მიიღებენ. პროექტები უნდა იყოს არაპარტიული.

როგორ: ონლაინ პორტალზე (form.ned.org): ორგანიზაციის პროფილი, პროექტის აღწერა, ბიუჯეტი (სასურველია NED-ის Excel შაბლონით) და რეგისტრაციის დოკუმენტები. ვადის შემდეგ შემოსული განაცხადი შემდეგ რაუნდზე გადადის.

ვადები: 2027 წლის 27 იანვარი; შემდეგი — 2027 წლის 28 ივნისი.

გაითვალისწინეთ: NED აფრთხილებს, რომ მისი სახელით თაღლითური წერილები ვრცელდება — გამოიყენეთ მხოლოდ ოფიციალური ბმულები.

ინფორმაციის წყარო: ned.org