კონკურსი გადამამუშავებელი დანადგარების შეძენაზე
წყარო: USAID
- განაცხადის ბოლო ვადა
- 17.11.2020
- საიტზე დამატებულია
- 04.11.2020
კონკურსის შესახებ:
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაო ადგილების შექმნისა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი. პროგრამა გეგმავს საინვესტიციო და მიზნობრივი ტექნიკური დახმარების გაწევას მემცენარეობის სექტორში მოქმედი ბაზარზე ორიენტირებული საწარმოებისთვის და საწარმოო კლასტერებისთვის, ასევე, ასოციაციებისა და მომსახურების /ინფორმაციის /კონსულტაციების მიმწოდებლების მხარდაჭერას, რათა გააძლიეროს აგრობიზნესების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას.
პროექტის აქტივობების ფარგლებში, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას სურს შეიძინოს გადამამუშავებელი ტექნიკა, რათა გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს გრანტიორის არსებული ბიზნეს საქმიანობა. ამ განაცხადის მიზანია ავტომატურ შესაფუთ დანადგარსა და ხილის სარეცხ დანადგარზე შეთავაზებების მოთხოვნა.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა შერჩეულ მომწოდებელთან გააფორმებს ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულებას.
სავარაუდოდ, ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულების გაცემა მოხდება 2020 წლის 26 ნოემბრამდე.
საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის სასურველი დროა არაუგვიანეს 2020 წლის 25 დეკემბერი.
მიწოდების ადგილი: სოფელი დიცი, გორის მუნიციპალიტეტი, შიდა ქართლის რეგიონი.
შესყიდვა განხორციელდება ორ ლოტად:
ლოტი #1: ავტომატური შესაფუთი დანადგარი.
ლოტი #2: ხილის სარეცხი დანადგარი.
სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.
შეთავაზებების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 17 ნოემბერი.
წყარო: http://jobs.ge