ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000809 დასრულებული

ძალადობრივი ექსტრემიზმის მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერება 100000 ლარი

წყარო: CSRDG

განაცხადის ბოლო ვადა
20.11.2020
საიტზე დამატებულია
12.11.2020

კონკურსის შესახებ:

"საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი" (GCSD) არასამეწარმეო, არასამთავრობო ორგანიზაციაა. GCSD-ის ძირითად მიზნებია: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ქვეყნის ეფექტიანი და დემოკრატიული მართვის პრინციპების განმტკიცება და ქვეყნის მდგრადი განვითარების პირობების შექმნა.

GCSD ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 2020 წლიდან ახორციელებს ოთხწლიან პროგრამას - "ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება". პროგრამის მიზანია საქართველოში ყველა ფორმის ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის ხელშეწყობა, ასევე საზოგადოების მედეგობის ამაღლება და სახელმწიფოს შესაძლებლობების გაძლიერება.


ამ მიზნით GCSD აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მაქსიმალური თანხა შეადგენს 100, 000 ლარს. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული დოკუმენტები.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 20 ნოემბერი, 2020 წელი (18:00 საათამდე).

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად GCSD-ი გამართავს ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრას: ხუთშაბათს, 5 ნოემბერს, 13:00 საათზე, Zoom-ის ონლაინ პლატფორმის საშუალებით. რეგისტრაციისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდგომ ელფოსტაზე - gcsd@gcsd.org.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: განაცხადების მოთხოვნის ფორმა # 20-002.

დაგვიანებული ან არასრულად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.


წყარო: http://regmarket.ge