კონკურსი ტრენინგზე მონაწილეობის მისაღებად
წყარო: ASB საქართველო
- განაცხადის ბოლო ვადა
- 13.12.2020
- საიტზე დამატებულია
- 09.12.2020
კონკურსის შესახებ:
კონკურსი ტრენინგზე "მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში" მონაწილეობის მისაღებად.
ASB საქართველო აცხადებს მსურველთა განაცხადების მიღებას ტრენინგზე "მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში" მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის" ფარგლებში.
ინფორმაცია პროექტის შესახებ:
ASB -საქართველო, პარტნიორ ორგანიზაციებთან განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი და ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის ერთად ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს "თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის".
პროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასა და მხარდაჭერას, რაც შეესაბამება 2014-2016 წლების საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმას შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნულის პარალელურად, პროექტი ეფუძნება შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ გაეროს კონვენციის პრინციპებს. კონვენცია ხელმოწერილი და რატიფიცირებულია საქართველოს მთავრობის მიერ.
ტრენინგის მიზანი და ჩარჩო:
დაინტერესებული პირებისათვის ცნობიერების ამაღლება ადგილობრივ თვითმმართველობებში საბიუჯეტო პროცესით გათვალისწინებული ეტაპების შესახებ, საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების კლასიფიკაციის გაცნობა, მუნიციპალური პროგრამებისა და საბიუჯეტო პროცესში მონაწილეობის ფორმების გაცნობა.
ტრენინგზე განხილული ძირითადი თემები:
** მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების პროცესში;
** ადგილობრივი თვითმმართველობის არსი და მნიშვნელობა;
** ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები;
** საქართველოს საბიუჯეტო სისტემა და ადგილობრივი ბიუჯეტი;
** ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო პროცესი და ეტაპები;
** ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები;
** პროგრამული ბიუჯეტირების პრინციპები.
** ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ორგანიზაციების (შშმ პირთა ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები) წარმომადგენლებს.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 12 საათი
ტრენინგის ფორმატი: ონლაინ
ტრენინგის ჩატარების თარიღი: 19 დეკემბერი (15:00- 19:00)
20 დეკემბერი (11:00 - 14:00)
26 დეკემბერი (11:00 - 14:00)
ტრენერი: ოთარ კონჯარია
ტრენინგზე დასწრება უფასოა.
ტრენინგის მონაწილეთა შერჩევა მოხდება კომისიის მიერ, წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე.
ტრენინგის მონაწილეები მხოლოდ სრულად დასწრების შემთხვევაში მიიღებენ სერთიფიკატს.
განაცხადების წარდგენის პროცედურა:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადი.
განაცხადის შევსება შეგიძლიათ თანდართულ ლინკზე მიმდინარე წლის 13 დეკემბრის ჩათვლით: სააპლიკაციო ფორმა (forms.gle)
საკონტაქტო ინფორმაცია:
ASB საქართველო
e-mail: t.julukhadze@asb.ge
საკონტაქტო პირი: თეონა ჯულუხაძე
წყარო: http://jobs.ge