projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
223



HEKS-EPER მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის (PROCEED)

უნიკალური ნომერი: 000083

ENPARD-ის ფარგლებში HEKS-EPER საქართველო ახორციელებს პროექტს მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის(PROCEED)“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.

პროექტის ხანგრძლივობა: 2016 – 2020

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სიღარიბის დაძლევას კახეთის რეგიონში, კერძოდ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. პროექტის კონკრეტულ ამოცანას წარმოადგენს მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლების ზრდა მათი ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად, რაც გულისხმობს:

  • ადგილობრივ დაინტერესებლულ მხარეებსა და LAG-ის წევრებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობით, ხელი შეეწყოს ადგილობრივ განვითარებას.

  • LAG-ის წევრების მიერ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, შემუშავდეს ადგილობრივი განვითარების სტრატეგია;

  • შესაბამისი სტრუქტურების, დაინტერესებული მხარეებისა და ხელისუფლების მიერ, ერთობლივად შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს LAG-ის მდგრადობას;

  • ფერმერების პოტენციალის, ასევე ტურისტული და სხვა ბიზნესის წარმომადგენლების მდგომარეობის გაუმჯობესებას, რის შედეგადაც უმჯობესდება დასაქმება და შემოსავლები;

  • მუნიციპალიტეტში სოციალური და ეკონომიკური მომსახურების სფეროების გამოსწორებას.

ჰეკსეპერ საქართველო (HEKS-EPER) იღწვის სამართლიანობის, მშვიდობისა და ერთიანობის შექმნისთვის. ორგანიზაციის მისიაა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ისეთი საზოგადოების შექმნაში, სადაც ყველა მოქალაქეს, განურჩევლად წარმომავლობის, სარწმუნობისა თუ სქესისა, ექნება მშვიდობიან, დაცულ გარემოში ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობა. HEKS-EPER საქართველო ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: სოფლად ცხოვრების გაუმჯობესება და კონფლიქტების მართვა. ორგანიზაციის ძირითადი მიზნობრივი ჯგუფებია: სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, იძულებით გადაადგილებული პირები, ეროვნული უმცირესობები, ქალები, აზრთა ლიდერები, ახალგაზრდები და გადაწყვეტილების მიმღები პირები.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://enpard.ge

დამატებულია: 21-01-2019

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-12-2020

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 501 დღე;


20-02-2019

დაფინანსება-ღია საზოგადოების ფონდი

16-08-2019

მცირე გრანტი იურიდიული პირებისთვის - ღონისძიების ორგანიზება

21-01-2019

პროექტი საქართველოში ქალთა ეკონომიკური როლის გაძლიერებისთვის

01-02-2019

ორ მუნიციპალიტეტში მრჩეველთა საბჭოს და მოქალაქეების თანამშრომლობის მოდელის შემუშავება და პილოტირება

01-02-2019

ორ მუნიციპალიტეტში მრჩეველთა საბჭოს და მოქალაქეების თანამშრომლობის მოდელის შემუშავება და პილოტირება

20-02-2019

დაფინანსება-ღია საზოგადოების ფონდი

16-08-2019

მცირე გრანტი იურიდიული პირებისთვის - ღონისძიების ორგანიზება

21-01-2019

პროექტი საქართველოში ქალთა ეკონომიკური როლის გაძლიერებისთვის


სიახლეების გამოწერა


პროექტის პარტნიორები





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ