![]() |
589 |
---|
![]() |
იდეების კონკურსი |
უნიკალური ნომერი: 000843
ცხოვრობ ქვემო ქართლის რეგიონში და გაწუხებს შენი სოფლის ან ქალაქის პრობლემები? გინდა შეცვალო შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ?
** თუ გაქვს დრო, ენერგია, კრეატივი და იდეა,
** თუ ხარ ბლოგერი, IT სპეციალისტი, არქიტექტორი, სტუდენტი, მასწავლებელი, ჟურნალისტი, საჯარო მოხელე, მხატვარი, დიზაინერი, მეწარმე თუ უბრალოდ აქტიური მოქალაქე,
** თუ არ გინდა გულხედაკრეფილი ელოდო, როგორ იცვლება შენი თემის, სოფლის, ქალაქის ქუჩები, უბანი, სკოლა, ბაღი, პარკი და ახალგაზრდების ცხოვრება,
მაშინ შენ თვითონ შეცვალე შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ!
"ორბელიანის" იდეების კონკურსი იწყება!
** წარმოადგინე, შენი იდეა, რა გინდა შეცვალო შენს თემში/სოფელში/ქალაქში "ორბელიანის" ონლაინ პლატფორმაზე და როგორ მოახერხებ ამას;
** თქვენს იდეას საკონკურსო ჟიური განიხილავს;
** გამარჯვების შემთხვევაში მიიღეთ ნივთები/დაფინანსება შენი იდეისთვის;
** განავითარე შენი იდეა დარგის ექსპერტების და თანამოაზრეების დახმარებით;
** მიიღე მონაწილეობა ტრენინგებში ადვოკატირებასა და თემის მობილიზებაში და გაიცანი სხვა აქტივისტებიც;
** განახორციელე იდეა, გახდი პოპულარული, გაუზიარე წარმატებას სხვებს!
** გახდი საუკეთესო პროექტის გამარჯვებული და მიიღე დამატებით პრიზი!
ეკოლოგია, გამწვანება, ტრანსპორტი და მობილობა, განათლება და ახალგაზრდების ჩართულობა, ურბანული სივრცის განვითარება თუ კულტურა. რას ეხება შენი იდეა?
იდეების წარდგენის უფლება აქვს ბოლნისის, დმანისის, გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ საინიციატივო ჯგუფებს.
** საინიციატივო ჯგუფის წევრები უნდა იყვნენ ახალგაზრდები (18-29წ);
** გუნდში სულ მცირე ხუთი წევრი უნდა იყოს გაწევრიანებული;
** "ორბელიანი" მიესალმება იდეებს ეთნიკური უმცირესობით დასახლებული თემებიდან;
იდეების წარდგენა მხოლოდ "ორბელიანის" ონლაინ პლატფორმაზეა app.orbeliani.net შესაძლებელი. იდეების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 31 იანვარი.
იდეები მოხალისეობრივ საწყისებზე უნდა განხორციელდეს. გამარჯვებული გუნდი მხოლოდ ინიციატივისთვის საჭირო რესურსებს მიიღებს;
კონკურსის მთლიანი ბიუჯეტია 50, 000 ლარი. გამოვლინდება სულ მცირე 10 გამარჯვებული იდეა!
გაიგე მეტი კონკურსის შესახებ "ორბელიანის" ფეისბუქ გვერდის მეშვეობით! მოგვძებნე OrbelianiGeorgiaორბელიანისაქართველო. კითხვებისთვის მოგვწერეთ [email protected] ან ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია "ორბელიანი საქართველოს" მიერ "ახალი აზროვნების ინსტიტუტთან" პარტნიორობით გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.
წყარო: http://jobs.ge
რეგიონი: ქვემო ქართლი;
პროექტის მიმართულება: სამოქალაქო საზოგადოების განვითარება;
დამატებულია: 07-01-2021
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-01-2021 ვადა იწურება
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 3 დღე;
04-09-2020 საგრანტო კონკურსი სამაცივრე მეურნეობების მოწყობაზე |
---|
20-01-2021 საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა (ENPARD III) |
17-09-2020 სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში |
25-01-2019 მონაწილეობითი დემოკრატია |