ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000848 დასრულებული

კონკურსი ფიზიკური გარემოს სტანდარტების შემუშავებაზე

წყარო: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

განაცხადის ბოლო ვადა
01.02.2021
საიტზე დამატებულია
14.01.2021

კონკურსის შესახებ:

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, პროექტის "ინოვაციები, ინკლუზიური განათლება და ხარისხი" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, იწვევს საკონსულტაციო კომპანიებს (კონსულტანტებს) გამოხატონ ინტერესი შემდეგი მომსახურების განსახორციელებლად: ინფრასტრუქტურისა და ფიზიკური გარემოს სტანდარტების შემუშავება ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (სკოლებისთვის) საქართველოში.


განცხადებების შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 1 თებერვალი 17:00 საათი.


წყარო: http://jobs.ge