კონკურსი ფოტოგადაღების მომსახურებაზე
წყარო: გრიფინი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 24.01.2021
- საიტზე დამატებულია
- 20.01.2021
კონკურსის შესახებ:
შპს "გრიფინი" აცხადებს კონკურსს ფოტოგადაღების მომსახურებაზე, სასტუმროების ხელშეწყობის პროექტისთვის.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სასტუმროს ინტერიერისა და ექსტერიერის გადაღება. თითოეული რეგიონისთვის მოხდება ადგილობრივი სერვისის მომწოდებლის შერჩევა.
მოთხოვნები:
** მომსახურების გამწევი აუცილებლად უნდა იყოს იურიდიული პირი (უპირატესობა მიენიჭება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას / შპს).
** სასურველია ჰქონდეს გამოცდილება ინტერიერისა და ექსტერიერის ფოტო გადაღების, და ასევე, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა
** აუცილებელია კომპანია მოღვაწეობდეს შემდეგი რეგიონებიდან ერთ-ერთში: აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, თბილისი.
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი კომპანიის პორტფოლიო და საკონტაქტო ინფორმაცია ელ. ფოსტაზე: info@b2c.ge და ელფოსტის სათაურში მიუთითოთ - "კონკურსი ფოტოგადაღების მომსახურებაზე".
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 24 იანვარი.
წყარო: http://jobs.ge