ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000875 დასრულებული

კონკურსი ხელსაწყო-დანადგარების ფასთა კვოტირებაზე

წყარო: ლტოლვილთა დანიის საბჭო

განაცხადის ბოლო ვადა
06.03.2021
საიტზე დამატებულია
25.02.2021

კონკურსის შესახებ:

ლტოლვილთა დანიის საბჭო არის ჰუმანიტარული, არასამთავრობო, არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1956 წელს და საქმიანობს 35-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით.

ლტოლვილთა დანიის საბჭოს მანდატია პირდაპირი დახმარების გაწევა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის, ლტოლვილებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და მასპინძელი თემებისთვის საერთაშორისო დონეზე მათი საკითხების ადვოკატირებით.

საქართველოში ლტოლვილთა დანიის საბჭო საქმიანობას ახორციელებს 1999 წლიდან, აფხაზეთში 2005 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია შეამციროს იძულებით გადაადგილებასთან დაკაშირებული რისკები, ხელი შეუწყოს გრძელვადიანი და მდგრადი გადაწყვეტილებების მიღებას დევნილების, დაბრუნებულების, მოწყვლადი ჯგუფებისა და ლტოლვილის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირებისთვის.

ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქმიანობა ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს: ჰუმანიტარული მიდგომა, პატივისცემა, დამოუკიდებლობა და ნეიტრალურობა, ჩართულობა, გამჭვირვალობა და პატიოსნება.

პროექტის მიზანია სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობების ზრდა მოწყვლადი ჯგუფების და პირველ რიგში დევნილების საჭიროებებზე მორგებული და გაუმჯობესებული სერვისების მიწოდების მიზნით. COVID-19 პანდემიის უარყოფითი შედეგების შემსუბუქების მიზნით აღნიშნულ პროექტს დაემატა სოციალურ და ეკონომიკურ სექტორებში სხვადასხვა სახის აქტივობების კომპონენტი. ერთ-ერთი აქტივობა მოიცავს შერჩეული სოციალური საწარმოებისთვის ტექნიკურ მხარდაჭერას, რომელიც ითვალისწინებს ბიზნესში დასაქმებული პერსონალისთვის მორგებულ პროფესიულ გადამზადებას სხვადასხვა სექტორში.

RFQ#2402-01 მოწვევა სხვადასხვა ხელსაწყო-დანადგარების ფასთა კ(ვ)ოტირებაზე

ვადები:

** სატენდერო წინადადებების გამოცხადების თარიღი: 2021 წლის 24 თებერვალი
** სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 6 მარტი
** სატენდერო წინადადებების წარდგენის დახურვის დრო: 24:00

შემოთავაზების საგანი: სხვადასხვა სახის ხელსაწყოები (დაყოფილი 3 ლოტად).

მოთხოვნილი/თანდართული დოკუმენტაცია

ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ:

1. ფას(ებ)ის კვოტირების სრულად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფორმა (RFQ)სადაც მიეუთითებთ შემოთავაზების ჯამურ ღირებულებას და მოწოდების ვადას და Annex A დეტალური ინფორმაცია, შემოთავაზებულ ნივთებზე, ბრენდი, მახასიათებლები და მოწოდების ვადები, ფასი.
2. მომწოდებლის ქცევის კოდექსი Supplier Code Of Conduct - ხელმოწერილი და ბეჭედდასმული.
3. მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა Supplier Profile and Registration form- შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული.

შემოთავაზების წარდგენის ფორმა

დაინტერესებულმა კომპანიებმა/ინდივიდუალურმა პირებმა შემოთავაზება სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა მოგვაწოდონ ლტოლვილთა დანიის საბჭოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე rfq.geo.zug@drc.ngo არა უგვიანეს 2021 წლის 6 მარტისა და საგნის ველში უნდა მიუთითონ შემოთავაზების საგანი და RFQ 2402-01.

კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ წერილობით გააგზავნოთ თქვენი შეკითხვები შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე koba.gigiadze@drc.ngo ან დაუკავშირდით მობ: 599107651

სატენდერო წინადადებების შეფასება და შერჩევა:

მხოლოდ ის სატენდერო წინადადებები, რომლებმაც გაიარეს ადმინისტრაციული შეფასების ეტაპი, (მოგვაწოდეს სრულად შევსებული, მოთხოვნილი დოკუმენტაცია)შეფასდებიან ტექნიკურად და შემდეგ ფინანსურად.


წყარო: http::/jobs.ge