სტრატეგიული ინვესტიციები ზრდისთვის შეფუთვების მიწოდების ჯაჭვის კომპანიებისთვის
წყარო: UNDP
- განაცხადის ბოლო ვადა
- 31.03.2021
- საიტზე დამატებულია
- 09.03.2021
კონკურსის შესახებ:
ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ აცხადებს განაცხადების მიღებას საგრანტო პროგრამაზე: „სტრატეგიული ინვესტიციები ზრდისთვის შეფუთვების მიწოდების ჯაჭვის კომპანიებისთვის“.
განაცხადების მიღების მოთხოვნის მიზანია, მოიწვიოს დაინტერესებული კომპანიები, რომელთაც სჭირდებათ თანადაფინანსება საკუთარი ბიზნეს საქმიანობის გასაუმჯობესებლად რათა შეძლონ გაყიდვებისა და დასაქმების ზრდა, პროდუქციის ხარისხისა თუ საწარმოო პროცესების გაუმჯობესება, დამატებითი ღირებულების შემქმნელი პროდუქტებისა თუ მომსახურების შექმნა და განახლება. პროექტი იმედოვნებს, რომ აღნიშნული დაფინანსება ბენეფიციარ კომპანიებს დაეხმარება შემოსავლების ზრდაში, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურებისა თუ საწარმოო პროცესების დანერგვასა და ახალი ინვესტიციების მოზიდვაში.
საგრანტო-საინვესტიციო პროექტების მიზნობრივი სფეროებია:
-
საწარმოო სიმძლავრეებისა და პროცესების განახლება და მოდერნიზაცია - მანქანა-დანადგარების შეძენა/განახლება, საწარმოო და ბიზნეს პროცესების გაუმჯობესება და რეინჟინერინგი, საწარმოო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გაუმჯობესება და დანერგვა;
-
პროდუქტის ან მომსახურების დამატებული ღირებულების ზრდა - გამოშვებული პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, პროდუქტის ან მომსახურების ინოვაცია, პროდუქტის განახლება ან ახალი პროდუქტის დანერგვა;
-
წარმოების/მომსახურების პროცესებში ხარისხობრივი ცვლილებების შეტანა - საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების დანერგვა და სერტიფიცირების პროცესის ხელშეწყობა პროდუქციის ხარისხის, პროდუქტის უვნებლობის, უსაფრთხოებისა და ენერგოეფექტურობის სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით;
-
ნარჩენებისა და მეორადი ნედლეულის გადამუშავება - ნარჩენებისა და მეორადი პროდუქციის გადამუშავების გაუმჯობესება ან დანერგვა, გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება და მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულებების დანერგვის ხელშეწყობა.
გრანტის თანადაფინანსება ერთ ბენეფიციარზე განსაზღვრულია არანაკლებ 5,000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში), და არაუმეტეს 50,000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობით, რომელიც არ აღემატება ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტის დასაშვები ხარჯების საერთო ოდენობის 70%-ს.
განაცხადების მიღება იწარმოებს 2021 წლის 31 მარტამდე. შევსებული პირველადი განაცხადები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფორმატით (ეტაპი 1-ის ქვეშ მითითებულ დოკუმენტებთან ერთად. აპლიკაცია სასურველია PDF ფორმატით.) შემდეგ ელფოსტის მისამართზე: grants@pmag.ge . გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ "საგრანტო განაცხადი". აპლიკანტს შეუძლია რამდენიმე პირველადი განაცხადის გამოგზავნა, თუმცა შეირჩევა და დაფინანსდება მხოლოდ მაქსიმუმ ერთი აპლიკაცია.
აღნიშნულ მოთხოვნაზე ნებისმიერი კითხვა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ფოსტის მეშვეობით 2021 წლის 25 მარტამდე მისამართზე: grants@pmag.ge .
ეტაპი 1 - პირველადი განაცხადების მიღება და ადმინისტრაციული შემოწმება
-
შევსებული პირველადი საგრანტო განაცხადი;
-
პოტენციური ბენეფიციარის/უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
-
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ეტაპი 2 - პროექტის ხარისხობრივი და ტექნიკური შეფასება
-
შევსებული სრული საგრანტო განაცხადის ფორმა;
ეტაპი 3 - პროექტის შერჩევა, განხორციელება და მონიტორინგი
შენიშვნა: საგრანტო განაცხადის დამატებითი თანმდევი დოკუმენტაციის წარმოდგენის რიგითობას განსაზღვრავს გრანტის გამცემი ორგანიზაცია პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე, რის შესახებაც განმცხადებელი იქნება ინფორმირებული.
წყარო: UNDP