WASH საგრანტო კონკურსი
წყარო: CENN
- განაცხადის ბოლო ვადა
- 01.03.2019
- საიტზე დამატებულია
- 21.01.2019
CENN, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში და Global Water Challenge-ისა და კოკა-კოლას ფონდის (TCCF) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის “საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივა (GC-WASH)” აცხადებს საგრანტო კონკურსს WaSH ზამთრისბანაკის კურსდამთავრებულთათვის, რომელიც გულისხმობს თემებში წყალზე, სანიტარიაზე და ჰიგიენაზე ცნობიერების ამაღლების კამპანიების განხორციელებას.
გამარჯვებული პროექტი ითვალისწინებს ისეთი აქტივობების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობენ მონაწილე სკოლების მოსწავლეებისა და ადგილობრივი თემების ცნობიერების ამაღლებას წყალზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საჯარო ან კერძო ავტორიზებულ სკოლებს კახეთიდან და ქვემო ქართლიდან, რომელთა მოსწავლეებმაც მონაწილეობა მიიღეს WaSH ზამთრის ბანაკში.
CENN-სგან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1500 ლარს. თანადაფინანსება (სკოლისგან ან სხვა წყაროსგან) სავალდებულოა.
საგრანტო კონკურსში მონაწილე სკოლებმა უნდა შეავსონ საპროექტო განაცხადის ფორმა და პროექტის ბიუჯეტი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 1 მარტი.
საპროექტო განაცხადის ფორმა, პროექტის ბიუჯეტის ფორმა, საპროექტო განაცხადის ფორმის შევსების ინსტრუქცია და სხვა საჭირო ინფორმაცია, იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
Annex 3 -Grant-school-Detailed-Budget_GEO
დამატებითი შეკითვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:
გიორგი ორკოდაშვილი
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://environment.cenn.org