ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000912 დასრულებული

საგრანტო კონკურსი #ვაძლიერებთერთმანეთს

წყარო: CENN

განაცხადის ბოლო ვადა
10.05.2021
საიტზე დამატებულია
19.04.2021

კონკურსის შესახებ:

ევროკავშირის მხარდაჭერით CENN და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) აცხადებენ საგრანტო კონკურსს #ვაძლიერებთერთმანეთს წალკის ახალგაზრდებისათვის

კონკურსი მიზნად ისახავს ისეთი გამორჩეული პროექტების დაფინანსებას, რომლებიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას და მათ ჩართულობას ადგილობრივი თემის ცხოვრებაში.

ერთი გრანტის მაქსიმალური თანხა შეადგენს 3,000 ევროს ექვივალენტს ლარში

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია წალკის მუნიციპალიტეტის 18-დან 35-წლამდე ახალგაზრდებს

განაცხადების ჩაბარება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2021 წლის 10 მაისისა, 18:00 სთ. დაგვიანებული ან შეუსაბამო განაცხადები არ განიხილება.

განაცხადის ჩაბარება უნდა მოხდეს ქართულ ენაზე, ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: grants@tsalkalag.ge გამოგზავნისას სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს “EU-Tsalka – ახალგაზრდული საგრანტო კონკურსი“.

აპლიკაციის შესავსებად საჭირო ყველა დოკუმენტის სანახავად/გადმოსაწერად, გთხოვთ დააჭიროთ ქვემოთ წარმოდგენილ შესაბამის დასახელებებს:

საგრანტო სახელმძღვანელო

დანართი 1. სრული საპროექტო განაცხადის ფორმა

დანართი 1.1 – საქმიანობის ფინანსური/საინვესტიციო გეგმა (MS Excel)

დანართი 1.2 – მოგება-ზარალის უწყისი ბიზნესპროექტებისათვის

დანართი 2 – სამოქმედო გეგმა


წყარო: CENN