ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000930 დასრულებული

საგრანტო კონკურსი სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეთა ჯგუფებისთვის

წყარო: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი

განაცხადის ბოლო ვადა
31.05.2021
საიტზე დამატებულია
18.05.2021

კონკურსის შესახებ:

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტი (ACCESS) აცხადებს COVID-19-ის შედეგებზე რეაგირების საგრანტო პროგრამას სამოქალაქო აქტივისტების, მოქალაქეთა ჯგუფებისა და სამოქალაქო მოძრაობებისთვის.

საგრანტო თანხა: $500-დან $5000-მდე

პროექტების ხანგრძლივობა: 1 თვიდან - 3 თვემდე

„აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტი (ACCESS) აცხადებს COVID-19-ის შედეგებზე რეაგირების საგრანტო პროგრამას სამოქალაქო აქტივისტების, მოქალაქეთა ჯგუფებისა და სამოქალაქო მოძრაობებისთვის. პროგრამა საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მოქალაქეებს და სამოქალაქო ჯგუფებს, რეაგირება მოახდინონ COVID-19-ის პანდემიის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებზე. საგრანტო პროგრამა მხარს დაუჭერს სამოქალაქო აქტივიზმს შემდეგი მიმართულებებით:

  • COVID-19-ის გავრცელების შემცირება საქართველოში

  • COVID-19-ის შედეგების შემსუბუქებაში მონაწილეობა

  • მოქალაქეების ინფორმირება და მხარდაჭერა COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესში.

  • ყველაზე მოწყვლადი და რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების მხარდაჭერა

  • პანდემიაზე რეაგირებაში სამოქალაქო ხმების გაძლიერება

  • COVID-19-ისპანდემიით გამოწვეული სხვა პრობლემების მნიშვნელოვან მხარეებზე ეფექტური რეაგირება.

COVID-19-ის შედეგებზე რეაგირების საპროექტო იდეების შემოტანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს საგრანტო ფონდის ამოწურვამდე. EWMI ACCESS-ი მიღებულ საპროექტო იდეებს უმოკლეს ვადაში - 3-7 დღეში განიხილავს.

COVID-19-ის შედეგებზე რეაგირების გრანტები ნატურალური ფორმის (in-kind) გრანტებია, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა აქტივობის ხარჯს პირდაპირ EWMI ACCESS-ი დაფარავს. აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ საქონლის/სერვისის და მიმწოდებლების სია შესაბამისი ფასების მითითებით.

COVID-19-ის შედეგებზე რეაგირების გრანტებით არ დაფინანსდება:

  • მიმდინარე პროექტები

  • სერვისის პირდაპირი მიწოდება, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარება

  • ისეთი აქტივობები, რომლებიც იმეორებს არსებულ ინიციატივებს

  • უკვე გაწეული ხარჯები

  • ინფრასტრუქტურის მოწყობის ხარჯები.

აპლიკანტებმა ელეტრონულად, ინგლისურ ან ქართულ ენაზე უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: grants@ewmi.org. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ „COVID-19-ის შედეგებზე რეაგირების გრანტი“. სააპლიკაციო ფორმა იხილეთ დანართში ან ჩამოტვირთეთ EWMI ACCESS-ის ვებგვერდიდან (www.ewmi-access.org). კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ანი ნიქაბაძეს, EWMI ACCESS-ის სამოქალაქო ჩართულობის კოორდინატორს, ელ. ფოტის მისამართზე anikabadze@ewmi.org .

ACCESS-ს აფინანსსებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI). პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერება.


წყარო: http://regmarket.ge