საგრანტო კონკურსი სასწავლო დაწესებულებებისათვის
ნავიგატორი
791


Land საგრანტო კონკურსი სასწავლო დაწესებულებებისათვის

უნიკალური ნომერი: 000947

კონკურსის შესახებ:

პროექტი: „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL)

აცხადებს განაცხადების მიღებას პროექტების თანადაფინანსებაზე სურსათის უვნებლობის / ხარისხისა და მესაქონლეობა / ცხოველთა ჯანმრთელობის მხრივ საქართველოს კერძო და საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებების ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, რომლებიც ახორციელებენ საგანმანათლებლო პროგრამებს საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების საბაზრო სისტემებში

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული და Land O’Lakes International Development Georgia (Venture37)-ის მიერ განხორციელებული პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ - შემდგომში SQIL, მიზნად ისახავს საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოების გაზრდას და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ამაღლებას საქართველოში. პროექტის დაფინანსება ხორციელდება #FCC-114-2018/004-00 ხელშეკრულების თანახმად.

განაცხადის მოთხოვნის (RFA) ნომერი: 2021-GFP-RFA04

გამოქვეყნების თარიღი: 1 ივნისი, 2021, 12:00

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 30 ნოემბერი, 2021, 18:00

თანადაფინანსების

გაცემის მექანიზმი: საქონლის/მომსახურების გადაცემის სახით

უფლებამოსილი განმცხადებელი: საქართველოში რეგისტრირებული კერძო და საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებები. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი დ.

განაცხადების წარდგენა: განაცხადების წარდგენა უნდა განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართებზე: [email protected] და [email protected]. განაცხადები უნდა წარმოადგინოთ ქართულ და ინგლისურ ენებზე.

შერჩევის პროცესის მიზანი: თანადაფინანსების პროექტის შერჩევის პროცესი შესაძლებლობას აძლევს კერძო და საჯარო სასწავლო დაწესებულებებს (უნივერსიტეტებს, ინსტიტუტებს, კოლეჯებს, პროფესიული განათლების სატრენინგო ცენტრებს) წარადგინონ განაცხადები და მიიღონ USDA-ის მხრიდან თანადაფინანსება SQIL-ის მეშვეობით, ღია და კონკურენტული შერჩევის პროცესის პირობებში.


წყარო: http://regmarket.ge

დამატებულია: 14-06-2021

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 30-11-2021

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 126 დღე;






31-05-2021

იდების კონკურსი - მოკლევადიანი პროფესიული პროგრამები

25-01-2019

სტარტაპ სასტუმრო სესხი – თიბისი ბანკი

20-07-2021

საგრანტო კონკურსი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის მოსახლეობისათვის

25-01-2019

საქართველოს ბანკი თქვენი ბიზნესისთვის

25-01-2019

საქართველოს ბანკი თქვენი ბიზნესისთვის

31-05-2021

იდების კონკურსი - მოკლევადიანი პროფესიული პროგრამები

25-01-2019

სტარტაპ სასტუმრო სესხი – თიბისი ბანკი

20-07-2021

საგრანტო კონკურსი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის მოსახლეობისათვის


სიახლეების გამოწერა



















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ