ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000994 დასრულებული

კონკურსი ექსპერტთა ჯგუფის შესარჩევად

წყარო: CENN

განაცხადის ბოლო ვადა
11.10.2021
საიტზე დამატებულია
27.09.2021

კონკურსის შესახებ:

"CENN" აცხადებს კონკურსს შემდეგ მომსახურებაზე: კახეთის, იმერეთის, გურიისა და რაჭის რეგიონების სამიზნე წყალშემკრები აუზებისათვის კლიმატის მიმდინარე და სამომავლო ცვლილების სცენარების შემუშავების მიზნით. კონკურსი ცხადდება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP) ფარგლებში, რომელსაც "CENN" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს კახეთის, იმერეთის, გურიისა და რაჭის რეგიონების სამიზნე მუნიციპალიტეტებში.

განაცხადები მიიღება როგორც კომპანიებისგან, ასევე ფიზიკური პირებისგან შემდგარი ექსპერტთა ჯგუფისგან. ინტერესის გამოსახატად, გთხოვთ, წარმოადგინოთ განაცხადი შემდეგ მისამართებზე: vacancy@CENN.org არაუგვიანეს 2021 წლის 11 ოქტომბრისა. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "კონკურსი ექსპერტთა ჯგუფის შესარჩევად სამიზნე წყალშემკრები აუზებისათვის კლიმატის ცვლილების სცენარების შემუშავების მიზნით."

შესასრულებელი სამუშაოს შესახებ დეტალური ინფორმაცია (კონკრეტული მოთხოვნებისა და შერჩევის პროცესის ჩათვლით) მოცემულია ქვემოთ. შეირჩევა ის განაცხადი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა საკვალიფიკაციო მოთხოვნას და წარადგენს საუკეთესო ფინანსურ წინადადებას.
 
ზოგადი მიმოხილვა:

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP), რომელსაც "CENN", პროექტის განმახორციელებელ პარტნიორებთან KRDF, ACU, YPU და RLS-ADA ერთად ახორციელებს, ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში.

პროექტი ხორციელდება ქვეყნის მასშტაბით და ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობს ოთხი (4) სამიზნე რეგიონის (გურიის, იმერეთის, კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები) ათ (10) მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა (CSO) და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. პროექტი ხელს უწყობს ადგილობრივი CSO-ების აქტივობას ინკლუზიური მმართველობისა და სამართლიანი განვითარების მიმართულებით, ახდენს წყლის უსაფრთხოებაზე მიმართული ინოვაციური პროექტების სარგებლიანობის დემონსტრირებას, რაც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების შერბილებას და მასთან ადაპტაციას, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ადვოკატირების საქმეში სამოქალაქო ორგანიზაციების როლის აღიარებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.

ძირითადი მიმართულებები:

** სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით კლიმატის ეროვნული პლატფორმის (NCP) და კლიმატის სამოქმედო რეგიონული ჯგუფების (CAGs) შექმნა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით;
** დაინტერესებული მხარეების ჩართულობით წარმართული თანამონაწილეობითი პროცესის ხელშეწყობა სამიზნე რეგიონებში კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადობასა და წყლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრიორიტეტული საკითხების იდენტიფიცირების, შეფასებისა და წარმატებული ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების დემონსტრირების მიზნით;
** მესამე მხარეებისთვის ფინანსური მხარდაჭერისა და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების შეთავაზება წყლის უსაფრთხოების ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ხელს უწყობენ კლიმატის ცვლილების შერბილებას და მასთან ადაპტაციას, საზოგადოების მედეგობის გაზრდასა და ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას;
** ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებას გარემოს, კლიმატისა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში; პროექტის ცნობადობის უზრუნველყოფა მსგავსი ინიციატივების განხორციელების წახალისების მიზნით.

შესასრულებელი სამუშაოს მიზანი:

შესასრულებელი სამუშაოს მიზანს წარმოადგენს კახეთის, იმერეთის, გურიისა და რაჭის რეგიონების სამიზნე წყალშემკრები აუზებისათვის (ჯამში 4 აუზისათვის) კლიმატის მიმდინარე და სამომავლო ცვლილების სცენარების მომზადება. სცენარების შემუშავების შემდგომ შესაძლებელი გახდება სამიზნე არეალის ფარგლებში ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის რესურსებზე, სოფლის მეურნეობაზე, მყინვარებზე, ჯანდაცვაზე, დაბინძურებაზე კლიმატის სამომავლო ცვლილების ზეგავლენის შესწავლა და ამ ზეგავლენების შერბილების ან მასთან ადაპტაციის კუთხით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება [ზეგავლენის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება არ წარმოადგენს მოცემული ტექნიკური დავალების ნაწილს.

შესასრულებელი სამუშაოს აღწერა:

შერჩეულმა ექსპერტთა გუნდმა, "CENN"-თან, რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებთან და ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობით, უნდა შეიმუშაოს კახეთის, იმერეთის, გურიისა და რაჭის რეგიონების სამიზნე წყალშემკრები აუზებისათვის (ჯამში 4 აუზისათვის) კლიმატის მიმდინარე და სამომავლო ცვლილების სცენარები (ძირითად კლიმატურ პარამეტრებზე დაყრდნობით: ტემპერატურა, ტენიანობა, ნალექები (ტიპი, ინტენსივობა რაოდენობა), მზის ნათება (დღის სინათლის ხანგრძლივობა), მზის გამოსხივება (სიმძლავრე), ქარი (სიჩქარე და მიმართულება). ექსპერტების შერჩევის და მათთან მუშაობის დაწყების ეტაპზე, მოხდება აღნიშნული პარამეტრების დაზუსტება.

ექსპერტს / ექსპერტთა ჯგუფს ევალება:

** სამუშაოს დაწყებიდან 10 დღის ვადაში კვლევის მეთოდოლოგიის, ანგარიშის შინაარსისა და სამუშაოს განხორციელების გეგმა-გრაფიკის შემუშავება და წარდგენა;
** "CENN"-ის გუნდთან წინასწარი სამუშაო შეხვედრის ორგანიზება სამუშაო პირობებზე, კვლევის საბოლოო მეთოდოლოგიაზე და სხვა დეტალებზე შეთანხმების მიზნით;
** სამუშაოს ორგანიზება, ყველა საჭირო მონაცემების შეგროვება, დამუშავება, ანალიზი;
** სხვა დანარჩენი საქმიანობების განხორციელება, რომელთა აუცილებლობაც შეიძლება წარმოიშვას სამუშაოს დაგეგმვის და განხორციელების პროცესში;
** პირველადი სამუშაო დოკუმენტის შემუშავება და წარდგენა;
** უკუკავშირის მიღება და შენიშვნების/მოსაზრებების გათვალისწინება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** საბოლოო დოკუმენტის შემუშავება და წარდგენა/პრეზენტაცია.

კვლევის ანგარიშის დოკუმენტი უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

** კლიმატის მიმდინარე ცვლილება (Current scenario) - სამიზნე წყალშემკრებ აუზებში კლიმატის ცვლილების არსებული ტრენდები (კლიმატის ცვლილების პარამეტრებით) ორი 30 წლიანი პერიოდისთვის (1960-1989 წწ. და 1990-2019 წწ.). 1990-2019 წლების პერიოდში კლიმატის ცვლილების შეფასება 1960-1989 წლების პერიოდთან შედარებით.
** კლიმატის სამომავლო ცვლილება (Future scenario) - სამიზნე წყალშემკრებ აუზებში კლიმატის ცვლილების სამომავლო ტრენდები (კლიმატის ცვლილების პარამეტრებით) ერთი 30 წლიანი პერიოდისთვის (2021-2050 წწ.). 2021-2050 წლების პერიოდში კლიმატის ცვლილების (პარამეტრების) შეფასება 1960-1989 წლების პერიოდთან შედარებით.

დოკუმენტის ენა: ქართული

ექსპერტთა ჯგუფის კვალიფიკაცია:

ექსპერტთა ჯგუფის ერთობლივი კვალიფიკაცია უნდა ფარავდეს კლიმატოლოგიის და კლიმატის ცვლილების მოდელირების სფეროებს (შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობების ჩათვლით), ასევე, მუშაობის გამოცდილებას ჰიდროლოგიასა და გეო საინფორმაციო სისტემებში.

ძალიან სასურველია: კლიმატის ცვლილების სფეროში ქვეყანაში მიმდინარე პროცესების და პოლიტიკის დოკუმენტების ცოდნა და ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ჩასაბარებელი დოკუმენტების ჩამონათვალი და აღწერა :

** კვლევის მეთოდოლოგია, ანგარიშის შინაარსი და სამუშაოს განხორციელების გეგმა-გრაფიკი
** დოკუმენტის პირველი სამუშაო ვერსია
** დოკუმენტის საბოლოო სრული ვერსია (კვლევისთვის გამოყენებულ მასალებთან (როგორც სივრცითი მონაცემები, ისე მონაცემთა ცხრილები) ერთად.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

სააპლიკაციო დოკუმენტები:

** ტექნიკური შემოთავაზება, რომელიც მოიცავს სამუშაოს შესრულების ვადებს, ექსპერტების პასუხისმგებლობების განაწილებას და კვლევის მეთოდოლოგიის მონახაზს;
** ყველა ექსპერტის CV;
** ფინანსური შეთავაზება ლარში (ფიზიკური პირების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით (საშემოსავლო, საპენსიო), იურიდიული პირების შემთხვევაში დღგ-ს გარეშე).

შეკითხვები მიიღება მხოლოდ წერილობით ელფოსტაზე: megi.gamtkitsulashvili@CENN.org, საკონტაქტო პირი - მეგი გამტკიცულაშვილი.


წყარო: http://jobs.ge